in

მანდალას ხელოვნებით შთაგონებული ლოგო — Dualos

Dualos ღვინის ბრენდია, რომელმაც ვიზუალური იდენტობის მთავარ ეპიცენტრში მანდალას სიმბოლოთი შთაგონებული ლოგო მოაქცია. დახვეწილი და ერთგვარად იდუმალი ლოგო მინიმალისტური ნიუანსების დეკორატიულ სინთეზს წარმოადგენს.

BOG
BOG

როგორც სააგენტო Labelmaker-ში განმარტავენ, ლოგოს ინსპირაცია მანდალას მისტიკიდან წამოვიდა. აქ წრიული დინამიკით ვითარდება ამბავი, ეტიკეტი კი აბსტრაქტულ ტილოს წარმოადგენს — „ასე ვთქვათ, თითოეული დამკვირვებელი გეომეტრიულ გარსს ცალსახა ინტერპრეტაციას აძლევს“. ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ ეტიკეტიკი მამაკაცური აურის მატარებელია, სითამამის, დახვეწილობისა და მინიმალიზმის სინთეზი.

რაც შეეხება უშუალოდ ბოთლის ფორმას, ე. წ. კლასიკური იტალიური დიზაინი ამჯობინეს, როგორც მარადიული ელეგანტურობის გამომხატველი. „ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბოთლი. ეს არის ტრადიციის პატივისცემა, რაც სრული ჰარმონიის მიღწევის საშუალებას გვაძლევს“.

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქში ყველაზე დიდი გამწვანებით – „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა დაიწყო

Microsoft 2024 წლის 3 AI ტრენდს ასახელებს