in ,

Dubai-ს განახლებული ბრენდი

არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ მინისტრმა და დუბაის ემირმა, შეიხ მოჰამედმა ტურისტულ გამოფენა Arabian Travel Marketზე  ახალი ბრენდი წარმოადგინეს.

ბრენდი მსოფლიო ბაზარზე რეგიონს რეკლამირებას გაუწევს. ლოგოს ახალი დიზაინი ხაზს უსვამს დუბაის სტილს – სანდოობა, პრაქტიკულობა და განუმეორებელ სტუმართმოყვარეობას ინვესტორებისა და ტურისტების მიმართ. “ეს ქალაქია, რომელიც იმართება ერთი გუნდით და, რომელიც ლაპარაკობს საერთო ენაზე მოქალაქეებთან და სტუმრებთან” ხაზი გაუსვა შეიხ მოჰამედმა.

ქალაქის მიზანია გახდეს ყველაზე პოპულარულ და მიმზიდველ ქალაქად მსოფლიოში, როგორც ტურისტულ ასევე ინვესტიციების მხრივ. ქალაქის მმართველების მიზანი კი 20 მილიონი ტურისტია 2020 წელს.

გასულ წელიწადს ტურიზმის დეპარტამენტი მუშაობდა ახალ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობდა დუბაის ეკოსისტემის განვითარებას: საიტების, სოც. ქსელების, რომელიც თავის დროზე დააინტერესებდა და  მოიზიდავდა ტურისტებს. ასევე დაეხმარებოდა მათ ქალაქში ორიენტირებას და ტურისტული მარშრუტის შედგენას.

Heineken-ის არანორმალური ექსპერიმენტი და 3 წუთი ჩემპიონთა ლიგამდე

ჰერენჰოიზერი – ახალი ლუდი შთამბეჭდავი რეკლამით. უკვე საქართველოში