in

ახლო მომავალში დუბაის სატრანსპორტო საშუალებების 25% “მძღოლის გარეშე” ივლის

პროექტს აბუ დაბის საამიროშიც ახორციელებენ

veon
veon

დუბაიში ავტონომიური სატრანსპორტო კომპანია Cruise თავის პირველ საერთაშორისო რობოტაქსის მომსახურებას დაიწყებს, რომლის გეგმასაც 2030 წლისთვის 4000-მდე მანქანის ყოლა წარმოადგენს.

ფირმა, რომელსაც General Motors უჭერს მხარს, 2023 წლისთვის ტაქსის მომსახურებას გააფართოებს და მის განკარგვას დუბაიში ახლადდაფუძნებულ კომპანიას გადააბარებს. ამასთან ერთად, ქალაქს სურს, უახლოეს მომავალში დუბაიში სატრანსპორტო საშუალებების 25% თვითმართვადი მანქანები იყოს.

“თვითმავალი მანქანები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას უწყობს ხელს, რადგან 90%-ზე მეტი საგზაო შემთხვევის მიზეზი სწორედ ადამიანური შეცდომაა” – ამბობს დუბაის საავტომობილო გზებისა და სატრანსპორტო ორგანოს გენერალური დირექტორი, მატტარ მოჰამედი. ასევე, ის დასძენს, რომ ავტონომიურ მანქანებს ეკოლოგიურად სუფთა ელექტროძრავა აქვს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოში, დუბაის საავტომობილო გზებისა და სატრანსპორტო ორგანომ (RTA) და დუბაის საჰაერო ნავიგაციის სამსახურებმა (DANS) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, ავტონომიურ საავიაციო სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული ცოდნა და კომპეტენცია ერთმანეთს გაუზიარონ.

ამასთან ერთად, დუბაიში ჩატარდა მოწინავე ტესტები ავტონომიური საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების კომპანიებთან, როგორიცაა Volocopter და EHang. ეს არის ქალაქის გეგმის ნაწილი, რომელიც შეამცირებს დაბინძურებას და დაზოგავს ტრანსპორტირების ხარჯებსაც.

ტესტირება აბუ დუბაიში 

როგორც ცნობილია, მეზობელ აბუ დუბაიშიც მიმდინარეობს თვითმართვადი მანქანების სატრანსპორტო საშუალებად გამოყენების მცდელობა. საამიროში აცხადებენ, რომ წელს პირველად დაიწყება თვითმართვადი მანქანების ტაქსის სერვისის ამოქმედება. პროექტის პირველ ეტაპზე სამი თვითმმართველი მანქანა იქნება, რომლებიც უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს 08:00-20:00 საათების ინტერვალში. ინიციატივის მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, 10 ავტომობილს მოიცავს.

ნახეთ: LEGO-მ R2D2-ის კონსტრუქციული კომპლექტი წარადგინა – ფილმიდან “ვარსკვლავური ომები”

დღესდღეობით, რას ნიშნავს იყო მენეჯერი?