თუკი სისწრაფე და ადრენალინი თქვენი სფეროა, ჩამოსხედით, სანამ ფინჯან ყავას მიირთმევთ, ჩვენ Ducati-ზე მოგიყვებით. Ducati-ის ამბავი თითქმის საუკუნის წინ იწყება. კომპანია 1926 წელს დაარსდა, თუმცა მისი საქმიანობა მოტოციკლებს სულაც არ უკავშირდებოდა. ის კონდენსატორებს, მტვერსასრუტებსა და რადიო კომპონენტებს აწარმოებდა.
Ducati-ის დაფუძნება კავალიერი დუკატის სახელს უკავშირდება. მან თავის ვაჟებთან, ადრიანოსთან, მარჩელოსთან და ბროსთან ერთად, ბოლონიაში დაიწყო საქმიანობა. თავდაპირველად, კომპანიას ასეთი გრძელი სახელწოდება ჰქონდა: Societa Scientifica Radio Brevetti Ducati. Ducati-ის პირველი საწარმო ბოლონიაში აშენდა და დღემდე ფუნქციონირებს. იქვე არის ბრენდის სათაო ოფისიც.
ბრენდის პროდუქცია, დაარსებიდან დღემდე, მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1946 წლამდე, კომპანიას მოტოციკლებთან არაფერი აკავშირებდა. აი, პირველი მსგავსი პროდუქტი იყო Cucciolo, მცირე ძრავი, რომლის დამაგრებაც შეიძლებოდა ველოსიპედის ჩარჩოზე. ეს უფრო სათამაშო იყო შეძლებული ოჯახებისთვის. საინტერესოა, რომ სულ რაღაც 4 წელიწადში, Ducati-მ 200,000-ზე მეტი Cucciolo გაყიდა.
Cucciolo-ს ასეთმა წარმატებამ Ducati-ს საკუთარი მოტოციკლის შექმნისკენ უბიძგა. ბრენდის მიერ წარმოებული პირველი მოტოციკლი იყო 48 cc, რომელიც ავითარებდა მაქსიმალური სიჩქარეს 64 კმ/სთ და იწონიდა 216 კილოგრამს. მას ჰქონდა 15მმ-იანი კარბურატორით, მოტიციკლს შეეძლო 321 კმ-ის გავლა 4 ლიტრი საწვავით. მოტიციკლების წარმოების დაწყებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ბრენდმა სახელწოდება Cucciolo დაივიწყა და მის ნაცვლად ახალი მოტოციკლის ორ მოდელს უწოდა 55M და 65TL.
დროთა განმავლობაში, Honda-სა და Yamaha-ს მსგავსად, Ducati-მაც გაითქვა სახელი მოტოციკლების წარმოებით. ამას გარდა, ის სხვა კატეგორიის პროდუქტებსაც აწარმოებს (მაგალითად, რადიოებსა და ელექტროსაპარსებს).
მოტოციკლებისა და ავტომობილების ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილი ტექნოლოგიის ფართო სპექტრს იყენებს პროდუქციის წარმოებისას. დუკატის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია, რადგან მათი თითოეული მოტოციკლი ხელით არის აწყობილი, გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით. პროცესის თითოეულ ეტაპს ჰყავს პასუხისმგებელი ადამიანი. სპეციალისტები ამოწმებენ და ხელმოწერით ადასტურებენ თითოეული ეტაპის დასრულებას. შესაბამისად, არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს თითოეული მოტოციკლეტის წარმოებას. ამას არ შეუნელებია წარმოება. Ducati ყოველ 88 წუთში ერთ ახალ მონსტრს ქმნის.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.