in ,

როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბიჭი? Duchenne UK–ის სოციალური აქტივობა

ნახეთ, როგორ გამოიყურებიან მსოფლიოს უძლიერესი ბიჭები. სოციალური აქცია #WorldsStrongestBoys სულაც არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკური სიძლიერის წარმოჩენას. 

Duchenne Muscular Dystrophy (DMD) – დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ემართებათ. ჯერჯერობით, არ არსებობს ეფექტური მკურნალობის პროგრამა. ამ დაავადებით ბიჭები დაახლოებით 20 წლამდე ცოცხლობენ. ისინი ფიზიკურად სუსტდებიან, უჭირთ მოძრაობა, მაგრამ ამ სისუსტის მიუხედავად, სულიერად ძლიერდებიან, არ ნებდებიან, იბრძვიან, ამიტომაც ისინი ყველაზე ძლიერები არიან.

 

 

ამ აქტიური და ლამაზი რეკლამის მიზანია, მაყურებლები გადაიყვანოს ვებ გვერდზე, სადაც 10 წლის ალექს ჰალამის ისტორიაა ნაჩვენები. – დაგვეხმარეთ, შევინარჩუნოთ მსოფლიოს უძლიერესი ბიჭები, – მოგვიწოდებს Duchenne UK. სინამდვილეში, ჩვენ გარშემო უამრავი მოზარდია, რომელიც თავისი სულიერი სიძლიერით გამოირჩევა და თანადგომას საჭიროებს.

სარეკლამო რგოლზე სააგენტო WCRS–მა იმუშავა.

წარწერიანი ტოსტები – მხიარული საუზმე Unbelievabot-სგან

Castrol-ის ალკო–საყვირი, რომელიც ფეხბურთის ნასვამ გულშემატკივრებს ავტოსაგზაო შემთხვევისგან იცავს