in

როგორ ვესაუბროთ AI სისტემებს ანონიმურად? — DuckDuckGo AI Chat

veon
veon

საძიებო სისტემა DuckDuckGo-მ, რომელიც მომხმარებლის ანონიმურობის დაცვითაა ცნობილი, ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ხელოვნური ინტელექტისა და ჩეტბოტების ეპოქაში სულ უფრო რთულდება ანონიმურობის თუ პირადი მონაცემების დაცვა… ამიტომაც, აღნიშნული სისტემის ახალი ფუნქცია DuckDuckGo AI Chat საშუალებას გვაძლევს, მესამე მხარის რამდენიმე დიდ ენობრივ მოდელს კონფიდენციალურობის სრული დაცვით დავუკავშირდეთ.

ბევრი AI ჩატისგან განსხვავებით, DuckDuckGo-ს სურს, მაქსიმალურად დაიცვას ზღვარი მომხმარებელთა მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებით. კომპანია ირწმუნება, რომ მისი გავლით წარმოებული მიმოწერა არც ინახება და არც AI მოდელების განსავითარებლად გამოიყენება. და თუ მაინც ეჭვი შეგეპარებათ სანდოობაში, შეგიძლიათ „ცეცხლის“ ღილაკს დააწკაპუნოთ მთელი ჩატის გასასუფთავებლად.

ცოტა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, DuckDuckGo მოქმედებს როგორც შუამავალი. სხვა სიტყვებით, ისეთ AI მოდელებთან საუბარი, როგორებიცაა OpenAI-ის GPT-3.5 Turbo ან Anthropic-ის Claude 3 Haiku, არა ცალკეული მომხმარებლების, არამედ DuckDuckGo-ს სახელით ხორციელდება. ამრიგად, პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იქნება მესამე მხარის სისტემებისთვის. თანაც სამომავლოდ ეს ინტეგრაცია სხვა AI ჩეტბოტებთანაც იგეგმება, რაც არეალს მეტად გააფართოებს.

კონფიდენციალურობის ძლიერი მახასიათებლების გარდა, DuckDuckGo AI Chat გამოირჩევა მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისით და მრავალ LLM-თან ურთიერთობის შესაძლებლობით. მომხმარებლებს შეუძლიათ, აირჩიონ მოდელების მზარდი ჩამონათვალიდან სასურველი — ასე უფრო დეტალურადაც შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და მათთვის საუკეთესოს შეარჩევენ.

„ჭამე კოდი“ — McDonald’s-ის კამპანია დეველოპერებისთვის

„ჩვენი მიზანია, იმაზე უკეთესი პროდუქტი შევქმნათ, ვიდრე ჩვენგან ელიან“, — მარიამ ხუფაცარია, საქართველოს ბანკის Expert ანალიტიკოს-დეველოპერი