in

შესაძლოა, თქვენ მიერ ჩამოტვირთული აპლიკაცია Facebook-ის პაროლს გპარავდეთ

veon
veon

თუ გახსენდებათ აპლიკაცია, რომელიც ჩამოტვირთეთ და კარგად არ მუშაობდა, დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ მისი რეალური დანიშნულება თქვენი Facebook პაროლის მოპარვა ყოფილიყო… 

Meta-მ ამ ამბის შესახებ მილიონზე მეტ მომხმარებელს უკვე შეატყობინა, რომ შესაძლებელი იყო მათი პაროლები იმ აპლიკაციების საშუალებით გაეტეხათ, რომლებსაც App Store-დან და Google Play-დან იწერდნენ. მეტიც, კომპანიამ 400 მავნე აპლიკაციის სიაც გამოაქვეყნა. 

ყველა მათგანი რაღაც გასართობს სთავაზობდა მომხმარებელს, თუმცა უფრო მეტად ქურდი აპლიკაციები ფოტოების რედაქტირებით იყო წარმოდგენილი. აქვე შეხვდებით VPN სერვისებს, ჰოროსკოპისა და ფიტნეს აპლიკაციებს, თამაშებს, ბიზნეს და სარეკლამო მენეჯმენტის აპლიკაციებს. ისინი უფრო მეტად Google Play-ში იყო, App Store-ში კი  ბიზნესზე ორიენტირებულ აპლიკაციებს შეხვდებოდით. 

და როგორ უნდა განსაზღვროთ, თქვენ მიერ ჩამოტვირთული აპლიკაცია მოიპარავს თუ არა თქვენივე პაროლს? Meta-ს თანახმად, უნდა შეამოწმოთ, მოითხოვს თუ არა აპლიკაცია თქვენგან შესვლისთვის Facebook მონაცემების გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აპლიკაცია გთავაზობთ შესვლა Facebook-ით ველს, თუ ეს ერთადერთი ვარიანტი გექნებათ, აქ რაღაც შეიძლება არასწორი იყოს… ამასთან, დააკვირდით, ასრულებს თუ არა აპლიკაცია დაპირებულ ფუნქციებს, რადგან ბევრი მათგანი Facebook-ით შესვლის დროსაც კი გამართულად არ მუშაობდა. 

უფრო მშვიდადაც შეგიძლიათ იყოთ, რადგან, როგორც აცხადებენ, Meta-ს მიერ იდენტიფიცირებული ყველა აპლიკაცია უკვე წაშლილია. ხოლო, თუ ახლა ის ფაქტი გაწუხებთ, რომ წარსულში მსგავსი აპლიკაცია ჩამოწერეთ, Meta პაროლის შეცვლასა და ორმაგი ავთენტიფიკაციის გავლას გირჩევთ. მსგავსად, თუ ვინმე თქვენი ანგარიშის გამოყენებას შეეცდება, შეტყობინებას მიიღებთ. 

ნეირომარკეტინგი, როგორც მარკეტინგის რევოლუცია

შემოქმედებით საზოგადოებას ახალი ტიპის გლობალიზაციის შექმნა შეუძლია!