20
აგვ
2018

„დავტოვეთ ესპანეთი და წამოვედით“ – უცხოელი წყვილის ეკო-მეგობრული კოტეჯები ლაგოდეხში

20 აგვ 2018

Startauperi
Startauperi


თუ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან ახლოს, ბუნებაში დასვენებას გადაწყვეტთ, შესაბამისი ადგილის ძებნისას ეკო-მეგობრული კოტეჯების კომპლექსს – Duende მოკრავთ თვალს. ჩვენც ასე ვიპოვნეთ ის, Airbnb-ზე ხეტიალისას. აღმოჩნდა, რომ კოტეჯების იდეა და შესრულება უცხოელ წყვილს ანტრეპრენუარული წარსულით – ამერიკელ ნიკოლსა და ესპანელ ალეხანდროს ეკუთვნით, რომლებიც უკვე სამი წელია საქართველოში მოღვაწეობენ. „ბევრი გვიმოგზაურია, მრავალი კულტურა და გარემო გვინახავს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი, გადავწყვიტეთ, სწორედ ამ ადგილთან დაკავშირებული ბავშვობის მოგონებები ჰქონოდათ ჩვენს შვილებს“ – გვიყვება ნიკოლი.

საქართველოში გადმოსვლა 4 წლის წინ, მოგზაურობის შემდეგ გადაწყვიტეს, გაყიდეს ფიტნეს დარბაზი ესპანეთში და დღეისათვის, როგორც ამბობენ, ნიკოლი ერთადერთი ფიტნეს ტრენერია საქართველოში, რომელსაც CFL1, L2, L3 ხარისხი აქვს და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, ცდილობს ფიტნეს კულტურის განვითარებას. ცოლ-ქმარი 3 წელია ასწავლის თბილისის საერთაშორისო სკოლაში (QSI) და გასცემს თავის გამოცდილებას ფიზიკური მომზადების მიმართულებით. რატომ ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში? – ამ და სხვა კითხვებს ნიკოლ ბარტონმა მარკეტერთან საუბრისას უპასუხა:
M: რატომ საქართველო?
სულგრძელობა, სტუმართმოყვარეობა, მდგრადი განვითარება, კულტურა, ისტორია, მდიდარი ტრადიციები. როგორც ანტრეპრენუარებს, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ბიზნეს შესაძლებლობა ყველგან, ამიტომაც, დავტოვეთ ესპანეთი და წამოვედით საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, იცხოვრონ უკეთ. ჩვენი წარსული ბიზნესიც მსგავსი მისიით დაიწყო. „დუენდეს“ შემთხვევაში, ჩვენი მოტივაცია ეხება განსხვავებული ბიზნესის ქონას საქართველოში და გარდა ამისა, ჩვენი მიზანი იყო და ყოველთვის იქნება, მივცეთ ადამიანებს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენ გადავწყვიტეთ ამის გაკეთება საქართველოში, პოზიტიური სოციალური გავლენის მიზნით და ეს არის ის, რისიც ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს შესრულებისას გვჯერა.
M: როგორია Duende-ს კონცეფცია? 
Duende არის განსაკუთრებული, სათარგმნად რთული ესპანური სიტყვა. მაღალი ხარისხის განცდისა და ინსპირაციის მიღება, ვნების არსი – ეს არის Duende. სასტუმროს კონცეფცია არის მხოლოდ ეს – შეიგრძნოთ ხარისხი და მიიღოთ შთაგონება იქ, სადაც სურვილი და სიყვარული არის მთავარი ინგრედიენტი. ადგილი სადაც ადგილობრივები თუ სტუმრები არიან თანასწორები და შეუძლიათ ერთმანეთთან კონტაქტით გამოცდილების მიღება. Duende დაპროექტდა და აშენდა სოფლების: ნინოგორისა და ხიზას მაცხოვრებლებთან ერთად. ჩვენ ვმუშაობდით, როგორც საზოგადოება და დავსახეთ ჩვენს პრიორიტეტად, რომ გაგვეუმჯობესებინება სიცოცხლის ხარისხი Duende-ს გარშემო. ეს მოიცავს როგორც სტუმრის უნიკალურ გამოცდილებას, ასევე, შესაძლებლობას ადგილობრივებისთვის, რომ იპოვნონ საკუთარი ადგილი, საკუთარი მოწოდება და გახადონ საკუთარი ცხოვრება უკეთესი.
M: რა გამოარჩევს „დუენდეს“ და რა არის ის, რაც მის მიზიდულობას ქმნის? 
Duende არის გააზრებული სიყვარული. გვჯერა, რომ შეგვიძლია შევქმნათ გამორჩეული გამოცდილება სტუმრისათვის, ჯადოსნური წესებისა და უნიკალური დიზაინის დამსახურებით. მომხმარებლის გამოცდილება აქ დიდი სასტუმროებისგან განსხვავებულია. აქ ყველაფერი, უმცირესი დეტალიც კი, გააზრებულია და ვიმედოვნებთ, იმ მომენტიდან, როცა სტუმარი შემოაბიჯებს Duende-ში, აღმოაჩენს შთაგონებას, ახალ შეგრძნებას, საკუთარ თავთან კავშირსა და იმას, რომ აქ შეუძლია გააზიაროს ნებისმიერი რამ. Duende-ს, როგორც კოტეჯს აქვს მოქნილობა, რომ შესთავაზოს სტუმრებს ნებისმიერი შეკვეთის შესრულება, რა თავგადასავალსაც არ უნდა ელოდნენ ვიზიტორები ლაგოდეხის რეგიონისგან. ეს შიძლება იყოს როგორც რომანტიული წინადადება, ასევე, სათავგადასავლო ლაშქრობა, უნიკალური „ჩიტების ხედი“, ან მარტივად, ადგილი, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ და აივსოთ ახალი ენერგიით. გარდა ამისა, Duende არის ეკო-მეგობრული სასტუმრო, რომელიც აშენდა კონსერვაციის პრიორიტეტის გათვალისწინებით. მისი მშენებლობისას არც ერთი ხე მოჭრილა. ხის სახლები განლაგდა ამ ლოკაციაზე გარემოს მინიმალური ზიანით. ნატურალური მასალები იქნა გამოყენებული როგორც ინტერიერის, ასევე, ექსტერიერის დიზაინისათვის. ვმარაგდებით მთის წყლით, რომელიც უბრუნდება გარემოს ქლორისა თუ სხვა ქიმიური ნაერთების გარეშე. ხოლო, იმ საჭმლის 95%-ით, რომელსაც სტუმრებს ვთავაზობთ, ვმარაგდებით სასტუმროდან 10 კილომეტრის რადიუსში, ახლო სოფლებიდან.
M: როგორია თქვენი გამოცდილება და რას მოიცავს თქვენი მოღვაწეობა საქართველოში, გარდა სასტუმროს მართვისა?
ორივეს გვაქვს ანტრეპრენუარული წარსული, მათ შორის ექსპორტისა თუ ინპორტის ლოჯისტიკის, რესტორანისა თუ ფიტნეს ინდუსტრიის მიმართულებით. ათი წლის წინ (2009), ჩვენ გავხსენით პირველი CrossFit-ის ფილიალი ესპანეთში და ფიტნეს ქსოვილების კომპანია ბარსელონაში. ვმუშაობდი European CrossFit Level 1-ის Seminar Staff-ის 15 წევრთან ერთად, 3 წლის ადრე, სანამ თბილისში წამოვიდოდით. მომდევნო სამი წელი კი დაეთმო თბილისში, CrossFit-ის – ჯანსაღი ცხოვრების საზოგადოების დაარსებას. ამჟამად, მაქვს საკუთარი სტუდია – Aristocrat Training Studio. ორი წლის წინ, დავიწყე ადგილობრივი ტრენერის – ნინი გოგუაძის მენტორობა, რომელიც „წრეში“ მოღვაწეობდა. ამის შემდეგ, მე და ნინიმ შევქმენით პოპულარული საზაფხულო ღონისძიება – Rooftop Fitness. უკვე მეორე წელია, რაც ყოველ ხუთშაბათ საღამოს, ზაფხულობით, ფაბრიკაში ტარდება ეს ივენთი. გარდა ამისა, ვმუშაობთ CrossFit ტრენინგ პროგრამისა და სემინარის პლატფორმაზე – Kilos and Karbs. ვარ ერთადერთი CFL1, L2, L3 ტრენერი საქართველოში, რაც არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისათვის, რომ შეიქმნას ადგილობრივი ფიტნეს საზოგადოება. და ბოლოს, მე და ალეხანდრო ვიწყებთ ჩვენს მეოთხე სასწავლო წელს QSI-ში – თბილისის საერთაშორისო სკოლაში, როგორც ფიზიკური მომზადების მწვრთნელები.
 M: რა გამოწვევები გამოიკვეთა სასტუმროს იდეის განხორციელებისას ?
როდესაც დავიწყეთ „დუენდეს“ პროექტი, ვთანხმდებოდით, რომ წინ დიდი გამოწვევები გველოდა. ჩვენ ვეცადეთ, პატივი გვეცა და გაგვეძლიერებინა პროექტთან დაკავშირებული ჩვენი სურვილები, ნაცვლად მათი კონტროლისა. შედეგი კი იყო ხიზას სოფლის მაცხოვრებლების დახმარება და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ისე არ წავიდა, როგორც ვგეგმავდით, თუმცა დასასრულს, ჩვენ ძალიან ამაყები ვართ ამ ხალხითა და პროექტით, რომელიც ახლა გვაქვს. დუენდეს სურვილი, რომ მხოლოდ ადგილობრივები დაგვესაქმებინა, იყო კარგი, თუმცა, საჭირო იყო შესაბამისი უნარების განვითარება და საკმარისი ყურადღება. ალეხანდრომ შეასრულა საოცარი სამუშაო – ადგილობრივებს ასწავლა ყველაფერი, რაც მათ სამუშაო პროცესში დასჭირდებოდათ. და აი, ჩვენ გახსნილები ვართ და გავაგრძელებთ ახალ გამოწვევებთან გამკლავებას. ჩვენი მიზანია ვასწავლოთ ადგილობრივებს, მივცეთ შესაძლებლობები, პატივი ვცეთ მათ. გვჯერა, ჩვენ მსგავსად, თუ თქვენც ხართ მთელი გულით ჩაფლული პროექტში, რომელიც დაიწყეთ, თქვენ მიიღებთ საუკეთესო ჯილდოს, ადამიანების სახით. ადგილობრივები არიან პოზიტიურები, სიახლეებისთვის მზად და ასევე, ისინი ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ იმით, რაც შეუძლიათ. ჩვენ ძალიან იღბლიანებად ვგრძნობთ თავს, რომ აქ მოვხვდით.
M: როგორია Duende-ს განვითარების ხედვა?
„დუენდე“ ამჟამად პირველ ფაზაზეა. მეორე ფაზა მოიცავს მისაღების, სამზარეულოს, ლაუნჯისა და ტრენინგ ცენტრის განვითარებას. ჩვენ შეგვიძლია განათლების სერვისი გაწევა, როგორც სტუმრებისთვის, ასევე, ადგილობრივებისთვის. შემდეგში კი ვფიქრობთ, 2-3 ახალი ხის სახლის დამატებას, საცურაო აუზისა და საუნის მოწყობას, მასაჟის შესაძლებლობით, რომ გავაუმჯობესოთ სტუმრობის გამოცდილება. უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომი განვითარება საჭიროების ინვესტირებას.

განხილვა