in

Google-მა AI ხელსაწყოები უკვე Gmail-ში, Docs-სა და Slides-ში დაამატა

veon
veon

Google-მა ხელოვნური ინტელექტი Bard-ისა და AI-ის საძიებო სისტემებში დანერგვით კი გაგვაცნო, მაგრამ ახლა ეს ტალღა Gmail-ის, Docs-ისა და Slides-ის მომსახურებებზეც ვრცელდება. მას სურს, Duet AI-ის სახით მეტად სწრაფი მომხმარებელთა ინტერფეისი შემოგვთავაზოს…

ფაილების ან ელ.ფოსტის ძიებისას შედეგები თარიღის მიხედვით ჩანს, მანქანური სწავლების მოდელის ახალი განახლება კი ე. წ. ტოპ შედეგებს გაჩვენებთ, სადაც იმ ფაილებისა და ელ.ფოსტების სია გამოჩნდება, რომლებიც თქვენს მოთხოვნებს შეიძლება მოერგოს. შედეგები მოიცავს უახლეს ელ.ფოსტებსა და იმ ცვლადებს, რომლებიც თქვენს ძიებაზე ზემოქმედებს. ამის გამო კი სისტემას თქვენი ჩვევების დასასწავლად, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს. Duet AI ძველი ელ.ფოსტების მეშვეობით თქვენი წერის სტილსაც გაიაზრებს, რათა მომავალში ახალი შეტყობინებების შედგენა გაგიმარტივოთ. 

Google Docs ახლა უკვე Help me write-ის ფუნქციას შემოგთავაზებთ, რაც წამებში შეადგენს ყველაფერს, რაც მოგინდებათ. მაგალითისთვის, კომპანია გვაჩვენებს, რომ მან სამსახურის ვაკანსია რამდენიმე წამში შეადგინა… 

Slides-ში კი Help me visualize-ს შეხვდებით. აქ მომხმარებლებს აქვთ წვდომა პანელზე, რათა გენერატორს დრაფტების გენერირება სთხოვონ — სლაიდებისთვის, ფონებისთვის, ილუსტრაციებისთვის და ა. შ. დემო ვერსიაში Google-მა იგი ჟირაფის ეიფელის კოშკის წინ დასაყენებლადაც კი გამოიყენა, რათა ფრანგები საფარიში წასვლისკენ წაეხალისებინა. 

და თუ თქვენც გსურთ, გამოცადოთ ახალი ფუნქციები, მაშინ ამ ლინკზე უნდა გადახვიდეთ. 

წარმოუდგენელი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე

მცირე ზრუნვა ურთიერთობებს აღრმავებს — Cadbury Dairy Milk-ის ახალი რეკლამა