მოძრაობა “დუღილი” ქართველი მუსიკოსისა და DJ-ის, მიშო ურუშაძისა და მისი მეგობრების წამოწყებაა. დაარსებიდან ძალიან მალე მას მუსიკალური ლეიბლის მიმართულებაც დაემატა. 4 მარტს აღნიშნული ლეიბლის პირველი რელიზის პრეზენტაცია მუტანტ რადიოს სივრცეში გაიმართა. მინიალბომი რომელიც კასეტის ფორმატზე ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა, 7 კომპოზიციას შეიცავს და მასზე ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა იმუშავეს.
ალბომის შეძენა Bandcamp-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.