in

სუპერგმირები ნიღბებს მიჩვეულები არიან! – Dumb Ways to Die-ს ახალი ვიდეოთამაში SUPERHEROES

Dumb Ways to Die, სწორედ იმ დროს, როცა უსაფრთხოების წესების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – გაურკვეველი COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, ახალ თამაშს უშვებს.

Superheroes – სუპერგმირები Dumb Ways to Die-ს ახალი, Runner ტიპის თამაშის მონაწილეები გახდნენ. ისინი ჩამოხტნენ მატარებლებიდან და ქალაქისკენ დაეშვნენ. მათ აქვთ ნიღბები, ყელიანი ფეხსაცმელები და სუპერგმირების ლაბადები. როგორც მისი ავტორები ირწუმებიან, ამ სუპერგასართობი თამაშის დროს, ნებისმიერ მოთამაშეს პროცესის შეწყვეტა გაუჭირდება.

Dumb Ways to Die: Superheroes 29 მაისს ჩაეშვა და გლობალურად, პირველი ოთხი კვირის განმავლობაში, ექსკლუზიურად, Apple App Store-ში, iOS-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი (გადმოსაწერი ბმული), ხოლო ანდროიდისთვის 25 ივნისს.

დაახლოებით, 8 წელია, Dumb Ways to Die, უსაფრთხოების დაცვის კუთხით, მნიშველოვან გზავნილებს ავრცელებს. ამ ეტაპზე ბრენდი TikTok-ს წარმატებულად იყენებს იმისთვის, რომ ადამიანებს COVID-19-თან დაკავშირებული ინფორმაციული და სასარგებლო კონტენტი სახალისო გზით შესთავაზოს.

ამჟამად, თამაშს 375 მილიონი გადმოწერა აქვს და 350 მილიონი ნახვა Youtube-ზე. რაც შეეხება TikTok-ს, დაახლოებით, 6 თვეა, აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ ამ პლატფორმის გამოყენება დაიწყო და 380 000 მიმდევართან ერთად, 16 მილიონი ორგანული ნახვებითაც იმყარებს საკუთარ შესაძებლობებს ციფრულ სამყაროში.

Dumb Ways to Die პირველი მარკეტინგული კამპანია იყო, რომელიც საზოგადოებას, თამაშის საშუალებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს აწვდიდა.

ორიგამით შთაგონებული ფეხსაცმლის ძირი, რომელიც წაქცევისგან დაგიცავთ

როგორ მივყავართ საყვარელი საქმის კეთებას გადაწვამდე?