in

არაფრის მომცემი ფრაზები და შეკითხვები – მომხმარებელს ასე არასოდეს მიმართოთ!

გაყიდვების სფეროში დასაქმებულები, მომხმარებლებს, ხშირად, შაბლონური შეკითხვებითა და ფრაზებით მიმართავენ. ეს ტექსტები, როგორც წესი, არაეფექტურია და პროდუქტს არავინ ყიდულობს.

რა არ უნდა ჰკითხოთ ან უთხრათ მომხმარებელს და რატომ? 

1. „აქ გადაწყვეტილებებს თქვენ იღებთ? – ასეთი შეკითხვა შეურაცხმყოფელია.

2. „მოიცადე, კიდევ არის რაღაც“ – ძალიან ბანალურია.

3. „აუცილებლად შეიძინეთ, ახლა თუ არა, მომავალში გამოგადგებათ“ – რა სისულელეა.

4. „დამატებით ინფორმაციას გამოგიგზავნით“ – ვის სჭირდება ზედმეტი ინფორმაცია?

5. „შემიძლია, კიდევ ის დავამატო, რომ . . .“ – ეს ნამდვილად ზედმეტია.

6. „შეგიძლიათ, უშუალო საკონტაქტო პირთან დამაკავშიროთ?“ – მსგავსი შეკითხვა აუცილებლად დაგაზარალებთ.

7. „რაოდენობა შეზღუდულია“ – ეს აშკარა მანიპულაციაა.

8. „შემიძლია, ფასდაკლება შემოგთავაზოთ“ – „ფასდაკლება“, მომხმარებლისთვის, იგივეა რაც „იაფი“. ეს კი ცუდ ასოციაციას იწვევს.

9. „ამისთვის ბიუჯეტი გეყოფათ?“ – ეს შეკითხვა ფრაზის „შემიძლია, ფასდაკლება შემოგთავაზოთ“ უხეში ვარიანტია.

10. „და ამას აქვს მნიშვნელობა?“ – მეტისმეტად გეტყობათ, რომ ერთადერთ პასუხზე -„დიახ“- ოცნებობთ.

11. „ასეთი უკვე გავყიდე“ – ხაზს ნურასოდეს გაუსვამთ, რომ „გაყიდვების“ თანამშრომელი ხართ და თქვენი ერთადერთი მიზანი მომხმარებლის ნებისმიერ ფასად დაყოლიებაა.

12. „მენდეთ“ – ამას მხოლოდ მატყუარები ამბობენ.

13. „მინდა, დაგარწმუნოთ, რომ  . . . “, „ მე თუ მკითხავთ . . . “ – ვის აინტერესებს აბსოლუტურად უცხო ადამიანის აზრი?

14. „ცხადია“,  „რა თქმა უნდა“, „ბუნებრივია“ – ეს მოჩვენებითი თანხმობაა, მეტიც, მლიქვნელობაა.

15. „მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ (გაგაცნოთ) . . . “ – არავის აინტერესებს, რითი ხართ თქვენ „მოხარული“, გახარებული ან აღფრთოვანებული.

16. „რატომ უნდა გადაიხადოთ მეტი?“ – ეს ძალიან ბანალური შეკითხვაა, თანაც არ მუშაობს.

17. „ასე თანხას დაზოგავთ“ – მეტისმეტად ნათელია თქვენი განზრახვა, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, მიჰყიდოთ მას პროდუქტი.

18. „როგორ ხართ“, „საქმეები როგორ მიდის“ – ეს ფამილარული ფრაზები ნამდვილად არაფრის მომცემია.

19. „მსოფლიო დონის“ – ზედაპირული, დაუდასტურებელი და მნიშვნელობას მოკლებული ფრაზაა.

20. „ცუდ დროს ხომ არ გაწუხებთ“ – „ რა თქმა უნდა“ – მსგავსი შეკითხვა მხოლოდ ამ პასუხს იმსახურებს.

წყარო: Inc. com



ტანსაცმლით გამოხატული პიროვნული თავისუფლება – შოურუმი და სამკერვალო სტუდია „ინსპირაცია“

ბენკსის განადგურებული ნახატის შთაგონებით შექმნილი პოსტერები!