სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება მთელ მსოფლიოში გავრცელებულ, გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. მის გამო ბევრი ქალის სამსახურში თავს არასასურველად, არაკომფორტულად, დაუცველად გრძნობს ან, უარეს შემთხვევაში, იძულებულია, რომ სამსახურიდან წავიდეს.
სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება საქართველოში ტაბუდადებულ თემად მიიჩნევა. ქალები მასზე ხმამაღლა არ საუბრობენ. თანაც, ბევრმა მათგანმა არც იცის, რომ ის, რასაც განიცდის, სექსუალური შევიწროებაა. ზოგჯერ ქალებს უბრალოდ ეშინიათ, რომ მომხდარში თავად დაადანაშაულებენ, ან სამსახურიდან გაუშვებენ, ამიტომ მათი პრობლემა ძირითადად გაუმჟღავნებელი რჩება.
სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება რეალობაა და ის საქართველოშიც ხდება. ასეთ დროს დუმილი გამოსავალი არ არის. გამოსავალი მხოლოდ პრობლემის გადაჭრის გზის მოძებნაა. სწორედ ამ იდეას ავითარებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალი სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებასა და მის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
რეჟისორი:გიორგი ოკმელაშვილი
პროდუსერი: გიორგი ოკმელაშვილი
ოპერატორი: გოგა დევდარიანი
მხატვარი: დავით ჭყოიძე
კოსტიუმები: თიკა შენგელია
გრიმი: ირმა დათუაშვილი












