in

DUNKIN’ დასაქმების საერთაშორისო კულტურას ამკვიდრებს

ამერიკული ყავის ყველაზე პოპულარული ქსელი, DUNKIN’ საქართველოში ადამიანური კაპიტალის მართვის გლობალურ კულტურას ნერგავს. 76 წლის ისტორიის მქონე ამერიკული ბრენდი საქართველოში უკვე ათიათასობით მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია. ჩვენს ქსელში მომხმარებლებს ყოველდღიურად ხვდებათ მაღალი ხარისხის ყავა, ახალი, ფაფუკი დონატები, მრავალფეროვანი ბეიგელები და ბრენდისთვის დამახასიათებელი პროდუქტები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 80-მდე რესტორანშია წარმოდგენილი.

კომპანიის წარმატების უკან ასეულობით თანამშრომელი დგას, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან იმ ხარისხსა და გამოცდილებას, რაცდანკინსსაქართველოში გამოარჩევს. სწორედ ამიტომ, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომლებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნას.

„DUNKIN’, Wendy’s და Subway საქართველოში ბევრად მეტი გახდა, ვიდრე უბრალოდ ამერიკული QSR რესტორნის ბრენდები – ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ, იზრდებიან, იძენენ უნიკალურ პროფესიულ და სამუშაო გამოცდილებას, ეზიარებიან  ყველა იმ პროცესს, რასაც მათ სამომავლო კარიერულ და პიროვნულ ზრდაში შეაქვს წვლილი და საკუთარ გზას პოულობენ. ჩვენ გვინდა ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ. მე მჯერა გუნდების, სადაც ადამიანები ერთმანეთს უსმენენ, ერთიანდებიან და ერთად იღებენ შედეგს. სწორედ ასეთ გარემოს ვაშენებთ ჩვენ და ვეძებთ ადამიანებს, ვინც ამ ენერგიას გაიზიარებს.“, – აცხადებს Wendy’s, DUNKIN’ და Subway-ს აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში გივი გვეტაძე. 

დასაქმების  ფარგლებში, „დანკინიკანდიდატებს სთავაზობს:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს – განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ სამსახურისა და სწავლის შეთავსება
  • განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას – დასაქმებულებს შეუძლიათ შეიძინონ ახალი უნარები და ეტაპობრივად დაწინაურდნენ
  • მოსახერხებელ ლოკაციაზე მუშაობის არჩევანს – კომპანია 80-მდე რესტორანს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც კანდიდატებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ მათთვის სასურველ ქალაქში, უბანში. 
  • კორპორაციულ ბენეფიტებს – მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევას, სპეციალურ შეთავაზებებს ბრენდის მენიუზე და Fitpass-ის პროგრამაში ჩართვას
  • საერთაშორისო ჩემპიონატებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 

ახალი ვაკანსიები განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდებისთვის და მათთვის, ვინც კარიერული გზის დაწყებას ან ახალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს. DUNKIN’-ში მუშაობის დაწყებისთვის, დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი შერჩევის გუნდის წევრები დაგიკავშირდებიან. 

„Dunkin’ ეძებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ მუშაობა, არამედ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და პროფესიული ზრდა. კომპანია მუდმივად ინვესტირებს თანამშრომლების განვითარებაში და მათთვის გრძელვადიანი კარიერული შესაძლებლობების შექმნაში,“ – აცხადებს თიკა ჯაფარიძე Wendy’s, Dunkin’ და Subway-ს HR და სწავლისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

„დანკინში“ დასაქმება ნიშნავს გლობალური ბრენდის გუნდის წევრობას, სადაც თანამშრომლის ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული კორპორაციული გარემოა. ჩვენი გუნდის წევრები საქართველოში ბრენდის წარმატების ისტორიას ქმნიან  მომხმარებლებისთვის ყოველდღიურად ახალი, ხარისხიანი პროდუქტისა და პოზიტიური გამოცდილების შეთავაზებით. სწორედ ამიტომ გამოარჩიეს 2025 წლის ბოლოს საქართველოს „დანკინი ევროპაში არსებულ ფრანჩაიზერებს შორის და წლის საუკეთესო ფრანჩაიზერად აღიარეს.

[R]

Swap – Instagram-ის გასაიდუმლოებული ფუნქცია ორიგინალ კონტენტთან დაკავშირებით

ახალი პრემიუმ ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი Terrametric კრწანისი