ბოლო პერიოდში, ახალი ბაზრის ათვისება, როგორც ჩანს, ძალიან აქტუალურია. დიდი ბრენდები ცდილობენ, საქმიანობის სფერო გააფართოვონ. Ikea-სა და BMW-ს შემდეგ, მომხმარებლებს, მოულოდნელი სიურპრიზი Dunkin’ Donuts-მა გაუკეთა – სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა ფრჩხილის ლაქი გამოუშვა. ბრენდმა ახალი პროდუქტის საკომუნიკაციო კამპანიაც დაიწყო – ინფორმაცია ამის შესახებ სოციალური ქსელში, ოფიციალურ გვერდზე განათავსა.
Dunkin’ Donuts-ის ფრჩხილის ლაქის კოლექციაში სულ 8 ფერია. ახალი პროდუქტი ამერიკაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სალონებშია ხელმისაწვდომი და მომხარებელი, რომელიც არჩევანს მასზე შეაჩერებს, Dunkin’-ის რესტორნების $3-იან სასაჩუქრე ბარათს მიიღებს.