in ,

Dunkin’ Donuts-ს ახალი სლოგანი აქვს

10 წლის შემდეგ Dunkin’ Donuts-მა თავისი ბრენდ-პლატფორმა და სლოგანი განაახლა. “America Runs on Dunkin”, 2006 წლიდან მოყოლებული ამერიკელებისთვის და არა მარტო მათთვის კარგად ნაცნობი კამპანიისა და სლოგანის ჩანაცვლება კომპანიამ სარეკლამო სააგენტო Hill Holliday-ის მიერ შექმნილი ახალი სლოგანითა და “Keep On” კამპანიით გადაწყვიტა.

შემთხვევითი არ არის, რომ ამ ამბის გაჟღერება და ახალი სარეკლამო რგოლის გამოშვება “დონატების ნაციონალურ დღეს” დაამთხვიეს. დიახ, ივნისის პირველ პარასკევს ამერიკა დონატების დღეს ზეიმობს და არც ისაა გასაკვრისი, რომ ამ დღის მთავარი გმირი და ყურადღების ობიექტი Dunkin’ Donuts-ების პოპულარული ქსელია.

 

 

ახალი ბრენდ პლატფორმის “Keep ON” მიზანია მომხმარებელთან მეტი ემოციური კონტაქტის დამყარება და მის ფარგლებში გადაღებული ახალი ვიდეორგოლიც ამის დასტურია.

Dunkin’ Donuts თავისი ახალი კამპანიით საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებშიც აქტიურად ჩაერთვება. მისი კამპანიის სამაუწყებლო დებიუტი კი 7 ივლისს ამერიკის “ნიჭიერის” მიმდინარეობისას მოხდება.

Hill Holliday-ის კრეატიული დირექტორის აზრით დონატების ამ უზარმაზარი ბრენდის დიდებულ სტრატეგიას ხალხისთვის დღესასწაულის შექმნა და მათთვის თაყვანისცემა აკლდა. ახალი კამპანიის საშუალებით კი ესეც შესაძლებელი გახდა.

ახალი 30 წმ-იანი სარეკლამო რგოლიც სწორედ ადამიანებზე და Dunkin’ Donuts-ების ქსელზე, როგორც მათი პოზიტიური ენერგიის წყაროზეა.

მუსიკოსი, რომელმაც ბურღულეული “აამღერა” – Kashi-ს რეკლამა

Pinterest-ის ცნობილი ღილაკი ინტერნეტიდან რეალურ სივრცეში ინაცვლებს