19
Apr
2019

Dunkin’ უკვე „ვოლტზეა“

19 Apr 2019

ვოლტის“ პარტნიორთა სიას ამერიკული რესტორნების ქსელი Dunkin’ შეემატა. ვოლტის მომხმარებელს მისი საყვარელი ყავის, დონატების, სენდვიჩების თუ ფუნთუშეულის გამოძახება უკვე „დანკინის“ თბილისისა და ბათუმის რესტორნებიდან შეუძლია.

„აღსანიშნავია, რომ „ვოლტში“ Dunkin’-ის თბილისის ექვსი სხვადასხვა რესტორანია წარმოდგენილი, რაც მას ქალაქის პრაქტიკულად ყველა უბანში ხელმისაწვდომს ხდის:

„დანკინი“ აღმაშენებელი

„დანკინი“ ჭავჭავაძე

„დანკინი“ ვაჟა ფშაველა I (რესპუბლიკურთან)

„დანკინი“ ვაჟა ფშაველა II (ძეგლთან)

„დანკინი“ East Point

„დანკინი“ თბილისი მოლი

ასევეა, ბათუმშიც, სადაც „ვოლტის“ აპლიკაციითა და ვებგვერდით Dunkin’-ის რესტორნებიდან საყვარელი პროდუქტის გამოძახება არის ხელმისაწვდომი. და რაც მთავარია, პირველ ეტაპზე Dunkin’-ის ყველა რესტორანზე „ვოლტის“ მომხმარებლებისთვის მიტანის უფასო სერვისი გავრცელდება“.

„ვოლტი“ ფინური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს, ჰელსინკიში დაარსდა. დღეს, მისი მომსახურებით სარგებლობა მსოფლიოს 15 ქვეყანასა და 50 ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, პრაღა, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, საქართველოში კი – თბილისი და ბათუმი.

„კომპანიის მთავარი უპირატესობა საკვების მიტანის სერვისისადმი გამორჩეულ მიდგომაშია – „ვოლტი“ ცდილობს, ყველა ქალაქში საუკეთესო რესტორნები აღმოაჩინოს და მომხმარებელს, მის მახლობლად მდებარე, რაც შეიძლება მეტი რესტორნიდან შესთავაზოს კერძების მიტანის სწრაფი სერვისი. მოხერხებული აპლიკაცია და გამართული ონლაინ მხარდაჭერა კი, ამ პროცესს მარტივსა და სასიამოვნოს ხდის“.

საქართველოში „ვოლტი“ 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, ამ აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის და ბათუმის 250-მდე რესტორნიდან არის შესაძლებელი და მისი მომსახურებით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

[R]

განხილვა