in

ბენ აფლეკს პოპვარსკვლავობა უნდა — Dunkin-ის სახალისო კამპანია

ბენ აფლეკს ნამდვილად არ შეჰქმნია დისკომფორტი „სევდიანი აფლეკის“ მიმის გამო, რომელიც გასული წლის გრემის დაჯილდოების შემდეგ გავრცელდა ინტერნეტში. პირიქით, Dunkin-ის უახლესი კამპანიისთვის შთაგონების წყაროდაც კი იქცა, რომელიც 2024 წლის გრემის ცერემონიაზე გაუშვეს.

BOG

რამდენიმეწამიან ვიდეორგოლებში იკვეთება, რომ აფლეკის მთავარი პრობლემა უბრალოდ განსხვავებულ ხასიათსა და აღქმებში მდგომარეობს. თითქოს, თანამედროვე ტრენდებს „ვერ აუწყო“ ფეხი, ტიკტოკი კი ვიღაც პიროვნება ჰგონია… ამიტომაც გადაწყვეტს, პოპვარსკვლავი გახდეს.

მთლიანობაში, კამპანიის ფარგლებში, აფლეკი ყველა მიმსა და ტაბლოიდების თეორიებს იკვლევს. მისი უნარი, ითამაშოს გავრცელებული რეპუტაციით და საკუთარი თავის გაზვიადებული ვერსიით გამოჩნდეს, ვიდეორგოლების მთავარ მუხტად იქცა.

მეცნიერებმა სუფთა წყალი მეტალად გადააქციეს — ვიდეო

როგორ შეიქმნა „სმარტის“ განახლებული კონცეფცია და ბრენდინგი