14
Aug
2019

Dunkin’ სახელს ისევ იცვლის…

14 Aug 2019

ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც Dunkin’ Donuts-მა სახელი შეიცვალა და უბრალოდ, Dunkin’ დაირქვა. ახლა კი, კომპანია კვლავაც იცვლის სახელს და აშშ-ში მის კაფეებს დროებით Pumpkin’ ერქმევა და სეზონზე გოგრის არომატით გააკვირვებს მომხმარებლებს. კაფეების განახლების გარდა, Pumpkin’-ის ობიექტებში პირველი 250 სტუმარი ყავას უფასოდ მიირთმევს. ამას გარდა, ვიზიტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ შეზღუდული რაოდენობით გამოსული MUNCHKINS-ის გოგრის არომატის ტუჩის ბალზამი. მაშ, სად შეიძლება ეწვიოთ უახლოეს Pumpkin’-ს? პასუხი თავად სახელში იმალება. ყოველი ასო ადგილმდებარეობას აღნიშნავს: ‘P’ – პროვიდენსი, ‘U’ – აპერკო, ‘M’ – მარიეტა, ‘P’ – ფლიზანთ ჰილსი, ‘K’ – კისიმი, ‘I’ ინდიან ტრაილი, ‘N’ – ნიუ-იორკი. უცნაურია, მაგრამ აპოსტროფი ბოსტონზე მიუთითებს. დეტალური მისამართი ბრენდის ინსტაგრამზე შეგიძლიათ იხილოთ. აშშ-ის სხვა ქალაქებში Pumpkin’ 24 აგვისტოდან გამოჩნდება და ისეთ უჩვეულო პროდუქტებს გაასინჯებს სტუმრებს, როგორებიცაა “გოგრის ლატე დარიჩინით”, “ვაშლის სიდრის დონატი”, გოგრის დონატები, მაფინები და სხვა.

განხილვა