in

ამერიკას ამოძრავებს… დანკინ დონატსი! ექსკლუზიური ვიდეო და ინტერვიუ მარკეტერზე

ამერიკას დანკინ დონატსი ამოძრავებს, 13 იანვირდან კი ამ მოძრაობას საქართველოც შეუერთდება. მარკეტერი ექსკლუზიურად გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც Saatchi & Saatchi-ს თბილისის ოფისმა იმუშავა და ინტერვიუს სოფო ჩოგოვაძესთან [Dunkin Donuts-ის დირექტორის მოადგილე მარკეტინგის განხრით]

M: როდის იხსნება დანკინ დონატსი საქართველოში და პირველ ეტაპზე რამდენი ფილიალი იხსნება და ტერიტორიულად სად?

სოფო ჩოგოვაძესაქართველოში „დანკინ დონატსის“ პირველი რესტორანი სამშაბათს, 13 იანვარს 11:00 საათზე ჭავჭავაძის N36ა-ში, ხოლო 12:00 საათზე ცინცაძის N37-ში გაიხსნება.

M: ქართველი მომხმარებლის დიდი ნაწილისათვის დანკინ დონატსი მაინც ახალი ბრენდია, გარდა დონატებისა რა გაიყიდება იქ ? 

„დანკის დონატსი“ მომხმარებლებს უგემრიელესი ყავისა და დონატების გარდა ძალიან მრავალფეროვან სენდვიჩებს, ბეიგელების და კრუასანებისაგან შექმნილ პროდუქტებს შესთავაზებს. ახლო მომავალში „დანკინ დონატსი“ მენიუს ადგილობრივ გემოვნებაზე მორგებულ პროდუქტებითაც  გაამდიდრებს. ამას გარდა, ლოკალური მოთხოვნების გათვალისწინებით, პროდუქციის ფასები იქნება საკმაოდ კონკურენტუნარიანი და ნებისმიერი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.

M: რომელია ყველაზე გემრიელი და ცნობილი დონატი ?

ყველა დონატი თავისებურად უნიკალურია თავისი ფორმითა და გემოვნური თვისებებით, თუმცა „დანკინ დონატსის“ მსოფლიო ბესტსელერი დონატი „Boston Cream“-ია.

M:  როგორც ცნობილია გაქვთ სპეციალური აქციაც პირველ 100 მომხმარებელზე. უფროდ დეტალურად რომ გვითხრათ?

როგორც უკვე აღვნიშნე, „დანკინ დონატსის“ პირველი ორი რესტორანი 13 იანვარს გაიხსნება. ის იღბლიანი 50-50 მომხმარებელი, რომელიც პირველი ეწვევა თითოეულ რესტორანს, საჩუქრად მიიღებს უფასო დონატის ვაუჩერს, რომლითაც მთელი წლის მანძილზე შეუძლია ისარგებლოს.

M: საერთო ჯამში, როგორ ფიქრობთ ვის გაუწევს დანკინ დონატსი კონკურენციას საქართველოში ? რა სახის ობიექტებს და რა იქნება მისი კონკურენტული უპირატესობა ? 

როგორც იცით, „დანკინ დონატსი“ ამერიკული ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. თავის მხრივ, ვისოლ ჯგუფს საქართველოს ბაზარზე საცალო ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს ქართველ მომხმარებელს. ეს ორივე ფაქტორი საშუალებას გვაძლევს „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი უნიკალური მომსახურება, რომელიც არსად სხვაგან არ არის საქართველოში. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ჩვენი რესტორნების სტუმრობა განსაკუთრებული და განსხვავებული გამოცდილება იქნება, თავისი უნიკალური ატმოსფეროს, ინტერიერის, მომსახურების ხარისხის, მენიუს ასორტიმენტისა და ფასების გათვალისწინებით. ჩვენი ჯგუფის წევრები კი ენერგიას არ დავიშურებთ, რომ ეს ბრენდი სულ უფრო და უფრო საყვარელი გავხადოთ ქართველი მომხმარებლისათვის.

ქართველი დიზაინერი – Wer Michèlle-ის ბალიშები უკვე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ხელმისაწვდომია !

არაჩვეულებრივი საქველმოქმედო პროექტი და საშობაოდ განათებული უსახლკაროები!