in

სახლი, რომელიც ყავისგან დამზადებული საწვავით მუშაობს – Dunkin’-ის კამპანია

16-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, Dunkin’-ის ამერიკელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება პატარა, გადაადგილებადი სახლის დაჯავშნა, რომელიც Dunkin’ Donuts Coffee at Home-მა შექმნა. „დანკინის“ ფანებსა და ყავის მოყვარულებს, აქვთ შანსი, Airbnb-ის გამოყენებით დაჯავშნონ, როგორც Dunkin’-ში ამბობენ – The Home That Runs on Dunkin. სახლი ბიოსაწვავის გამოყენებით მუშაობს, რომელიც 80%-ით ყავის ზეთისგან შედგება. იგი აღჭურვილია სამზარეულოსა თუ ყოველდღიური მოხმარების, ნებისმიერი სახის ტექნიკით, ჯაკუზითა თუ სხვა ფუფუნების საგნებით და რაც მთავარია, აქ მომარაგებულია „დანკინის“ ყავა.

 

სახლი Dunkin’-ის სტილშია მოწყობილი. ამ საკითხში, Dunkin’ Donuts Coffee at Home-მა ითანამშრომლა მსახიობთან, აქტივისტთან, რეჟისორ და უბრალოდ, ყავის ენთუზიასტ – ოლივია ვილდესთან, რომ გამოეყენებინა მისი პერსონალური სტილი. უფრო დაწვრილებით, სახლის შესახებ ვიდეოდან შეგიძლიათ შეიტყოთ:

მათთვის, ვისაც არ შეუძლია სახლის დაჯავშნა, Dunkin’-მა შექმნა 3D ვიზუალი. თქვენ შეძლებთ ქვემოთ, ფოტოზე დაჭერით მიიღოთ სახლის დათვალიერების ვირტუალური გამოცდილება.

Dunkin’-ის სახლისათვის ბიოსაწვავი Blue Marble-მა შექმნა, რომელმაც გამოიყენა გადამუშავებული ყავა. რაც ნიშნავს, 80% საწვავისა შექმნილია „დანკინის“ გამოყენებული ყავის დამუშავების შედეგად. ამას დაემატა 20% ალკოჰოლი, საწვავის ეფექტური წვის უზრუნველსაყოფად. სახლი აშენდა New Frontier Tiny Homes-თან პარტნიორობით, მის ასაშენებლად კი 3 თვე დასჭირდათ და გადამუშავებული მასალები გამოიყენეს.

მხიარული თავგადასავლები შოკოლადის სამყაროში! – Lacta-ს ანიმაციური კამპანია

Louis Vuitton-ის კამპანია, ალისია ვიკანდერის მონაწილეობით!