საახალწლო კამპანიების რიცხვს არც Dunkin გამოკლებია და ახალი ვიდეორგოლი წარადგინა, სახელწოდებით Unboxing. მისი მთავარი მიზანი ადამიანებისთვის იმის შეხსენებაა, რომ დღის განმავლობაში გარკვეული დრო უნდა გამოყონ სიამოვნებისთვის და უბრალოდ დატკბნენ მომენტით (ნუ, ამ შემთხვევაში მომენტი დონატის სიმბოლო უფროა).
Leo Burnett-თან თანამშრომლობით გადაღებული რეკლამა ყუთის პერსპექტივითაა წარმოდგენილი — დაახლოებით ასეთი პრინციპით: რას ხედავს ყუთი, როცა მას ვუყურებთ?! თვალებგაფართოებული ბავშვებით დაწყებული, თავად სანტა კლაუსით დასრულებული, ყველას სხვადასხვაგვარად ეხატება სახეზე სიხარულის განცდა.