in

Dunkin’-მა დეოდორანტი გამოუშვა

თუ დონატები არ გყოფნით, გეტყვით, რომ Dunkin’-მა სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიაშიც შეაბიჯა… ძალები Procter & Gamble-ის მფლობელობაში არსებულ დეოდორანტებისა და სხეულის მოვლის ბრენდ Native-თან გააერთიანა. შედეგად კი, შეზღუდული გამოშვების კოლექცია შესთავაზეს მომხმარებლებს, რაც მოიცავს დეოდორანტს, ტანის დასაბან გელს, შამპუნს, კონდიციონერს, ხელისა და ტანის ლოსიონს. რაღა თქმა უნდა, ყველაფერს დონატის სუნი აქვს. უფრო ზუსტად, აქ Strawberry Frosted-ის, Vanilla Sprinkle-ის, Blueberry Cobbler -ისა და Boston Kreme-ის არომატებს შეხვდებით.

Native-მა რაღაც მოულოდნელი, გურმანობით შთაგონებული პარტნიორობების რეპუტაცია მოიპოვა, ახლა კი Dunkin’-თან თანამშრომლობას ჩვენს რუტინაში დიდი მხიარულება შემოაქვს. ბრენდის საკულტო ფორმულების ტკბილ არომატებთან გაერთიანებით, რომელთა შთაგონებაც დანკინის საყვარელი კლასიკური დონატები გახლდათ, კოლექცია ხელახლა განსაზღვრავს აღქმას იმისა, ერთდროულად რამდენად სახალისო და სასიამოვნო შეიძლება იყოს თავის მოვლა, — ამბობს კრის ტალბოტი, Native-ის CEO.

პროდუქტის ფასი 10 დოლარიდან იწყება და იგი Nativecos.com-ზეა ხელმისაწვდომი.

დასვენება და სალაშქრო თავგადასავლები „ბაბანეურის მარანში“ – ქალ მეღვინეთა კვალდაკვალ

2024 – ცვლილებების წელი