22
Mar
2019

Dunkin’-ის ბოტასი – სპეციალური გამოშვება ბოსტონის მარათონისთვის

22 Mar 2019

Dunkin‘ და ფეხსაცმლის ბრენდი Saucony კვლავ გაერთიანდა – კომპანიებმა „დანკინის“ ახალი ბოტასი გამოუშვეს. სპორტული ფეხსაცმელი, სპეციალურად, ბოსტონის მარათონისთვის შეიქმნა. 

ეს ბრენდებს შორის პირველი კოლაბორაცია არ არის. შარშან ერთობლივად შექმნილი ბოტასის მთელი სერია, როგორც ამერიკული მედია წერს, მალევე გაიყიდა. 

რაც შეეხება ახალ სპორტულ ფეხსაცმელს, „ონლაინდ“ უკვე იყიდება და ფასი $120-ია. არის საბავშვო ზომებიც, რომელიც $65 ღირს.

განხილვა