Barbie-ის პრემიერისთვის დრესკოდი Duo-მაც დაიცვა, Duolingo-ს მწვანე ბუმ, რომელიც ვარდისფერ სამოსსა და ბარბის აქსესუარებში მოგვევლინა. პრემიერაზე ვარდისფერ ხალიჩაზეც კი გამოჩნდა ფილმის ვარსკვლავებს რაიან გოსლინგსა და მარგო რობს შორის. ამგვარად, ყურადღების ცენტრშიც მოექცა და ყველაზე დასამახსოვრებელ ჩაცმულობებში სტუმრებს ძლიერ კონკურენტად მოევლინა…
თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გიგანტური ბუ პოპ კულტურის ცენტრში მოექცა. სოციალური მედიის მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ ენის სწავლის აპლიკაციამ დუო თავად გრეტა გერვიგის ფილმში გვაჩვენა. ახლა კი ბრენდმა 30-წამიანი რეკლამა შექმნა, რომელსაც Barbie-ის ჩვენებისას გაუშვებენ. ჯამურად ეს 1600-ზე მეტ ლოკაციას ფარავს, რაც 2000-ზე მეტ ეკრანს გულისხმობს. აქ უკვე Duolingo-ს, როგორც Barbie Land-ის N1 ენის სასწავლო აპლიკაციას, წარმოგვიდგენენ:
ისიც მართალია, რომ Barbie-ის ასზე მეტი ოფიციალური პარტნიორი ბრენდი ჰყავს, მაგრამ Duolingo ერთ-ერთი მათგანი არ არის — იმისათვის, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტს შეუერთდეს, მას Mattel-ისა თუ Warner Brothers-ისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა არ უწევს…