Duolingo-ს თილისმა საშობაოდ გამოეწყო და უკვე Owl on the Prowl-ის სიმღერის ხასიათზეც დადგა — ენის სასწავლო აპლიკაციის პირველი სადღესასწაულო ალბომია, 4 სიმღერისგან შედგება და უკვე Spotify-ზეა ხელმისაწვდომი. პლატფორმის კარგად ცნობილ ტაქტიკასაც მოიცავს, რაც მომხმარებლებისთვის აგრესიული შეტყობინებების გაგზავნას და მათში დანაშაულის გრძნობის გაღვიძებას გულისხმობს. ამ სადღესასწაულო სეზონზე კი სწავლის მსურველებს იმის მიხედვით აფასებს, თუ რამდენად რეგულარულად ესწრებიან გაკვეთილებს.
მუსიკალურ ვიდეოში Bring My Parents Back პატარა ბიჭს ვხედავთ. Home Alone-ის სცენარს მოგაგონებთ, ოღონდ აქ Duolingo ტიმის შესახებ გვიყვება, რომლის მშობლები ბუმ წაიყვანა, რადგან გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ…
სიმღერის ავტორი Gregory Brothers გახლავთ, რომელიც ინტერნეტში თავისივე ვირუსული კონტენტითაა ცნობილი. თუმცა Bring My Parents Back-ის სიმღერის გარდა, Duolingo-ს ალბომში შემდგომ სათაურებსაც შეხვდებით: Owl on The Prowl (Duo’s Always Watching You), I Hate Christmas და Japanese or Broken Knees.
ამასობაში, მწვანე ბუსაც დააფარეს სადღესასწაულო წითელი ქუდი და მომხმარებლებს იგი 29.95$-ად შესთავაზეს: