ყველაფერი ასე დაიწყო: ნიუ-იორკის ქუჩებში დაახლოებით 50 ზრდასრული ადამიანი დადიოდა და სთხოვდა ხალხს, მიეღოთ ისინი Duolingo-ს Family Plan-ში… დიახ, Duolingo ენის შემსწავლელი აპლიკაციაა, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს, შეუერთდნენ ოჯახებს ენის შესასწავლად. თუმცა აქ ბუნებრივია, რეალური ოჯახები არ იგულისხმება, არამედ Duolingo-ს ოჯახი, სადაც ადამიანებს ერთად სწავლის საშუალება ეძლევათ.
Duolingo Family Plan-ს სულ 6 ადგილი აქვს. ის სწავლის მსურველებს საშუალებას აძლევს, გაიზიარონ Super-ის სარგებელი, ანუ პრემიუმ გამოწერის, რაც მოიცავს რეკლამებისგან თავისუფალ გამოცდილებას, შეუზღუდავ გულებსა და ყოველთვიურ შესწორებებს.
Adoption Center-მა დაადგინა, რომ ადამიანები გაუმჯობესებულ შედეგებს აღწევენ, როცა ისინი „საოჯახო გეგმას“ უერთდებიან. კონკრეტული ცენტრი კი Mischief-ის კრეატიულ სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიქმნა — მათ მანჰეტენზე ბილბორდები განათავსეს, სადაც ნაჩვენებია ადამიანები ფლაერებითა და QR კოდებით, რომლებსაც მომხმარებლები საიტზე მიჰყავს.
Duolingo Family Plan-ში მოსახვედრად მომხმარებლები duolingoadoptioncenter.com-ს უნდა ეწვიონ, შექმნან ფლაერი და გააზიარონ სოციალურ მედიაში ჰეშთეგით — #DuolingoAdoptionCenter. საოჯახო ანგარიშების მქონე პირებს შეუძლიათ ნახონ ფლაერები და გაუზიარონ თავიანთი ოჯახის გეგმის მოწვევის ბმული იმ ადამიანს, რომელსაც ენის შესასწავლად შესაბამისი საზოგადოება სჭირდება.
„ენა არსებითად სოციალურია და ჩვენ ვიცით, რომ, როცა სხვებთან ერთად სწავლობთ, თქვენ უფრო შორს მიდიხართ ამ გზაზე. სწორედ ამიტომ წარმოვადგინეთ Duolingo Family Plan, ერთი პრემიუმ ანგარიში, რომელიც შეგიძლიათ ხუთამდე წევრს გაუზიაროთ“, — მიქაელა კრონი, Duolingo-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი აშშ-ში.
Mischief-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელებმა ელეონორ რასკმა და ტრევორ ჯოპლინმა კი თქვეს: „მივხვდით, რომ რადგან ყველა ოჯახში არ იყო ზუსტად ექვსი ადამიანი, დუოლინგოს საოჯახო გეგმები მაქსიმალური პოტენციალით არ გამოიყენებოდა. ასე რომ, გავაკეთეთ ერთადერთი გონივრული რამ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო — გავხსენით ზრდასრულთა შვილად აყვანის ცენტრი. PS: ექვსკაციანი ოჯახი ინტენსიურად ჟღერს, არა?“.