in

ბრენდი, რომელიც Apollo 11-თან ერთად გაფრინდა მთვარეზე

გამძლე ელემენტებზე რომელი ბრენდი გახსენდებათ? თუკი გონებაში ერთ-ერთი პირველი Duracell მოგდით, ამ პოსტს ჩაუსხედით. დიახ, როცა საქმე ელემენტების წამყვან ბრენდზე მიდგება, ძნელია Duracell-ს გვერდი აუარო. მაინც, რამ განაპირობა მისი ასეთად ჩამოყალიბება?

ბრენდის ამბავი 1920-იან წლებში იწყება, როდესაც მეცნიერი სამუელ რუბენი და ანტრეპრენერი ფილიპ როჯერს მოლორი შეხვდნენ ერთმანეთს. მოლორი ვოლფრამის მავთულს აწარმოებდა. რუბენი მის კომპანიას საჭირო აღჭურვილობის ძიებისას ეწვია. შეხვედრამ გამომგონებელი გენიოსისა და გამჭრიახი ანტრეპრენერის ძალები გააერთიანა. ბრენდმა დღევანდელ დღემდე გრძელი გზა გამოიარა და არაერთხელ შეიცვალა მფლობელი.

Duracell ინდუსტრიაში არაერთი მოწინავე იდეის განმახორციელებელია. მათ შორის, პირველი  ტუტე AA და AAA ელემენტები, სმენის აპარატისთვის განკუთვნილი პირველი პატარა ელემენტია. ინოვაციურმა წამოწყებებმა ბრენდს საზოგადოებაში აღიარება მოაპოვებინა. ამ მიდგომით, ბრენდი კვლავაც აქტიურად განაგრძობს განვითარებას.

თავდაპირველად, პარტნიორობის ფარგლებში გამოშვებული ელემენტები სპეციალურად Kodak-ის Instamatic კამერის ფლეშისთვის იქმნებოდა და Mallory-ის ბრენდის სახელით იყიდებოდა. 1965 წელს, ბაზარმა Duracell-ის სახელი გაიცნო. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, სახელწოდება `durable cell`-ისგან წარმოიშვა.

1969 წელს, Duracell-ის ელემენტი მთვარეზე აღმოჩნდა, Apolo 11-ის მისიის ფარგლებში. სწორედ აქედან გაეხსნა ბრენდს გზა და ინდუსტრიის გამორჩეულ სიმბოლოდ იქცა.

1970-იან წლებში, ბრენდმა ახლებური პროდუქტი გამოუშვა, რომლის რეკლამირებაც დაიწყო ტელევიზიით. სპილენძისა და შავი ფერების ნაზავით, Duracell ადვილად ამოსაცნობია აღმოჩნდა მომხმარებლისთვის. რეკლამა მიმზიდველი სლოგანით გადიოდა: „არცერთი სხვა ელემენტი არ ჰგავს მას. არცერთი სხვა ელემენტი არ ძლებს ასე დიდხანს.” 1973 წელს, Duracell Bunny, რომელიც Duracell-ის ელემენტების გამძლეობის სიმბოლოდ იქცა.

1978 წელს Duracell იყიდა Dart Industries-მა, რომელიც თავის მხრივ, Kraft-თან გაერთიანდა, 1980 წელს. 1988 წლისთვის, კომპანია კვლავ გაიყიდა. მოგვიანებით, ის Gillette-მა შეიძინა, 1996 წელს, 7 მილიარდ დოლარად. 2005 წელს კი, თავად Gillette გახდა Procter & Gamble-ის ნაწილი. სულ რამდენიმე წლის წინ, კომპანია Duracell უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-ის ნაწილად იქცა.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

როგორ ვებრძოლოთ „იმპოსტერის სინდრომს“ დისტანციური მუშაობისას?

აი, როგორ მუშაობს ექსპერტ ანალიტიკოს-დეველოპერი და ჩაპტერ ლიდი