in ,

Duracell-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა

როგორ შეიძლება დაარწმუნო საზოგადოება, რომ საუკეთესო ელემენტებს აწარმოებ?! Duracell-მა საამისოდ საკმაოდ საინტერესო გზა გამოძებნა.

სპეციალურად ექსპერიმენტისთვის, Duracell-მა შექმნა დისტანციური მართვის სათამაშო მანქანა, რომელზეც მისივე წარმოების ელემენტები იყო დამონტაჟებული. მანქანას 106 კილომეტრი უნდა გაევლო – ზუსტად ის გზა და იგივე მანძილი, რაც 128 წლის წინ ბერტა ბენცმა გაიარა მეუღლის მიერ ახლადშექმნილი ავტომობილით Mannheim-იდან Pforzheim-ამდე. ბერტას დროს არ არსებობდა გზები და მგზავრობაც არ იყო უსაფრთხო. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ მიზნისთვის უნდა მიეღწია.

Duracell-ის მანქანა Pforzheim-ში, ბერტა ბენცის მემორიალთან გაჩერდა. კომპანიამ გინესის რეკორდიც დაამყარა დისტანციური მართვის სათამაშო მანქანის ერთჯერადი დამუხტვით ყველაზე დიდი მანძილის დაფარვის გამო.

 

როგორ შევქმნათ კონტენტი, რომელიც „მწვერვალებს დაიპყრობს“

რომელ ქვეყანაში დაისვენებდით? – 10 სარეკლამო შემოთავაზება