Durex-მა, რეპ-არტისტებთან თანამშრომლობით, მუსიკალური ვიდეორგოლი გამოუშვა. კომპოზიცია, სახელწოდებით FYP – სექს-პოზიტიურ გზავნილს ატარებს და მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს უპირისპირდება. თუკი სახელწოდება FYP #foryourpage გეგონათ, იმედი უნდა გაგიცრუოთ, ამჯერად, აბრევიატურა ასე იშიფრება: For Your Penis. ვიდეორგოლის საშუალებით, დურექსი ტიკტოკზე რეპ-კულტურის ხელშეწყობასა და ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას ცდილობს.
მუსიკალური ვიდეორგოლის საშუალებით, Durex ზეტ თაობის ჩართულობის გაზრდას ავთენტური გზით ცდილობს, იმ არხებში, სადაც ახალგაზრდები ყველაზე დიდ დროს ატარებენ – TikTok-ში. მუსიკა რეპ-არტისტ That Kid CG-სთან ერთად შეიქმნა.