in

Durex-მა შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს კამპანია მიუძღვნა

კონდომის მწარმოებელმა კომპანიამ Durex შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს (1დეკემბერი) სპეციალური კამპანია მიუძღვნა. “Have sex and save lives“ – ამ გზავნილით ბრენდი აფრიკაში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის წინააღმდეგ გამოდის გამოდის, სადაც, ამ დაავადების მქონდე 7.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ვიდეორგოლის მთავარი გმირი, შვედი მომღერალი ზარა ლარსონი საზოგადოებას მოუწოდებს, სქესობრივი კავშირის დროს, თავი აუცილებლად დაიცვან.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=rNTQGCluEUc[/embedyt]

 

ბრენდმა ვიდეორგოლი კამპანიის “Give a F**k’ about HIV“ ფარგლებში შექმნა. Durex, კონდომების სპეციალური სერიის “RED Extra Sensitive“-ის გაყიდვებიდან თანხის გარკვეულ ნაწილს იმ საგანმანათლებლო პროგრამასაც გადაურიცხავს, რომელიც სკოლის მოსწავლე გოგონების აივ ინფექციისა და დაუგეგმავი ორსულობის შესახებ ინფორმირებაზე მუშაობს. ასევე, მოზარდებს, სქესობრივი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სერვისების მიღებას უმარტივებს.

ტექნოპარკში „გლობალური მეწარმეობის კვირეული“ მიმდინარეობს

„მაკდონალდსმა“ საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day დაიწყო