პარტნიორს უფრო მეტ დროს უთმობთ, თუ მობილურ ტელეფონს?! ამის გასარკვევად Durex-მა შეყვარებულ წყვილებში ექსპერიმენტი ჩაატარა. ექსპერიმენტის ფარგლებში, მასში მონაწილე 6 წყვილიდან 3-ს მთელი ციფრული აღჭურვილობა ჩამოართვეს, დანარჩენ 3-ს კი სრული თავისუფლება მისცეს.
ამერიკული სარეკლამო სააგენტო TMW Unlimited-ის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, თუ რამდენად განსხვავებული „არდადეგები“ ჰქონდათ ტექნიკის გარეშე დარჩენილ წყვილებს, მათთან შედარებით, ვისაც ერთი შეხედვით გაუმართლა.
Durex-ის მიერ ახლახანს ჩატარებული გამოკითხვიდან, სადაც 2000-მა სრულწლოვანმა მიიღო მონაწილეობა, ირკვევა, რომ ადამიანები ბევრად მეტ სექსუალურ თავგადასავალს ელიან დასვენებისგან, ვიდრე სინამდვილეში იღებენ. „სექს-მოლოდინების“ (Sexpectations – ინგლისურად უკეთ ჟღერს) თემაზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანების დიდი ნაწილი თავს არიდებს ინტიმური ურთიერთობის დასამყარებლად ინიციატივის გამოჩენას მაშინ, როდესაც მისი პარტნიორი მობილური ტელეფონით არის გართული.
დასვენება, ულამაზესი კუნძული, მზის ჩასვლის ხედი, ინტიმური გარემო, საწოლი… დასანანია, მაგრამ ამ რომანტიკულ გარემოს ადამიანები საყვარელ ტელეფონთან ურთიერთობისთვის უფრო მეტად იყენებენ.