in

“Durability, reliability, and excellence” – Durex-ის შექმნის ისტორია

მსოფლიოში, ყოველ წუთში Durex-ის 975 პრეზერვატივი იყიდება. გლობალური პროგნოზით, 2023 წლისთვის, ეს სეგმენტი $11 მლრდ-მდე გაიზრდება და ბუნებრივია, მოწინავე ადგილი კვლავაც Durex-ს ექნება. Durex-ის ისტორია London Rubber Company-დან იწყება, რომელიც 1915 წლიდან, პრეზერვატივების იმპორტირებითა და გაყიდვით იყო დაკავებული. 1932 წლიდან, კომპანია წარმოებაზე გადავიდა და Durex-ის ბრენდი შექმნა, მთავარი იდეით – “Durability, reliability, and excellence”. თუმცა, რა ვიცით იმ ადამიანზე, რომელსაც უკავშირდება ამ პროდუქტის შექმნა?

საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, Durex-ის პრეზერვატივის შექმნა London Rubber-ის დამფუძნებელს, ლიონელ ალფრედ ჯეკსონს უკავშირდებოდა. ალბათ იმიტომ, რომ სწორედ მან დააპატენტა Durex-ის სავაჭრო ნიშანი 1929 წელს. თუმცა, თავად პროდუქტის ტექნოლოგიის ავტორი სულ სხვა პიროვნებაა. ვარშავაში დაბადებული ლუსიან ლანდაუ ლონდონში კაუჩუკის ტექნოლოგიის შესასწავლად გაგზავნა ოჯახმა, რომელიც კაუჩუკის, პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და საპნის ბიზნესში მუშაობდა. გეგმის თანახმად, ლუსიანს, შესწავლის შემდეგ, ოჯახის ბიზნესი უნდა გადაებარებინა. თუმცა, მან ლონდონში დარჩენა გადაწყვიტა.

ლუსიანს კაუჩუკის არსებული ღრუბლები არ მოსწონდა. ამიტომ, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლაბორატორიაში ღრუბლის თავისებური ტექნოლოგია შეიმუშავა.

ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებისას, ლანდაუ Pirelli-ის ლატექსის ნიმუშს იყენებდა. სწორედ ამ დროს მოუვიდა აზრად, ლატექსისგან პრეზერვატივი დაემზადებინა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის პროდუქტები ქვეყანაში გერმანიიდან და ამერიკიდან შემოდიოდა, ხოლო ბრიტანელი მწარმოებელი არ მოიპოვებოდა, იდეა პერსპექტიულად ჩათვალა. პროდუქტისადმი ინტერესის ზრდისთვის, ლანდაუ სხვადასხვა მაღაზიას სტუმრობდა. ამ პერიოდში გაიცნო პრეზერვატივების გამყიდველი ლიონელ ჯექსონი, რომელსაც მთელი ქვეყანის აფთიაქებთან და მაღაზიებთან ჰქონდა შეხება. მას იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. ჯექსონმა ლანდაუს 600 ფუნტი ასესხა, რათა ლატექსის პრეზერვატივები დაემზადებინა და London Rubber-ის შვილობილი ბრენდი Durex შეექმნა. ჯექსონმა 60%-იანი წილი მიიღო, ხოლო ლანდაუს კვირაში 5 ფუნტი ხვდა წილად.

30-იანი წლების დასაწყისში, წარმოება წელიწადში 2 მლნ ცალამდე გაიზარდა. ხოლო, 50-იან წლებში. როდესაც პროცესი ავტომატიზებული გახდა, 2 მლნ პრეზერვატივი ერთ კვირაში იწარმოებოდა. დღეს, Durex, თითქმის 100-წლიანი ისტორიით, მსოფლიო ბრენდებს შორის იწონებს თავს.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

ტოპ კომპანიები, რომლებმაც Shark Tank-ის საშუალებით დიდ წარმატებას მიაღწიეს

მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას