in

თეატრალურ პრემია „დურუჯის“ ფორმატში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება

2018 წელს, პრემია „დურუჯი“ 10 წლის გახდა. ეს ნიშნავს, რომ პრემიის არსებობის ისტორიაში, ათჯერ დასახელდა საქართველოში საუკეთესო სარეჟიროსო ნამუშევარი, საუკეთესო პიესა, საუკეთესო მსახიობი ქალი და კაცი, საუკეთესო დებიუტანტი და საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევარი. ათწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, „დურუჯმა“ განაცხადა, რომ არის საქართველოში ყევლაზე მასშტაბური თეატრლაური პრემია და მისი უმთავრესი მიზანია წვლილი შეიტანოს თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. ამ განცხადებას კი კონკრეტული ქმედება მოჰყვა – დაწყებულია მუშაობა ღონისძიების განვითარების მიმართულებით და უკვე ცნობილია, რომ 2019 წლიდან, პრემია სრულიად ახალი ფორმატით გაიმართება.

bog
bog-mob

 

პრემია „დურუჯი“ 2008 წელს, უძარავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია „რედიქსმა“ დააარსა. ეს არის კომპანიის CSR (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა) მიმართულება და მოიცავს, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა თეატრის (და არამარტო თეატრის) განვითარების იდეას. აქამდე, თეატრებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ საკუთარი სპექტაკლები და ინკოგნიტო ჟიური ავლენდა გამარჯვებულებს ხუთ კატეგორიაში. საინტერესოა, კონკრეტულად რა ცვლილებების შეტანა იგეგმება „პრემია“ დურუჯის ფორმატში. ამ კითხვით კომპანია „რედიქსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სპეციალისტს, ნიკოლოზ სხირტლაძეს მივმართეთ:

2019 წლიდან, პრემიას დაემატება ახალი ნომინაცია – „საუკეთესო მუსიკა“  და ამ ნომინაციაში დაჯილდოვდება კომპოზიტორი, რომელიც ორიგინალურ მუსიკას შექმნის თეატრალური წარმოდგენისთვის. ასევე, გამოვაცხადებთ ყოველწლიურ თემა-დევიზს, რაც გამოკვეთს პრიორიტეტულ ტენდენციას. ჟიური აღარ იქნება ინკოგნიტო და მისი წევრთა რაოდენობა გაიზრდება – ჟიური თავს მოუყრის ყველა თაობის, მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრემია „დურუჯს“ ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება საქართველოში არსებული კულტურული და საგანმანათლებლო ინსტიტუციების წარმომადგენლებით. თავის მხრივ, სამეთვალყურეო საბჭო დააკომპლექტებს ჟიურის. იცვლება განაცხადების ფორმატი -სააპლიკაციო ფორმასთან ერთად, მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს პროექტის ამსახველი პორტფოლიო. გარდა ამისა, პრემია „დურუჯის“ კალენდარი დაემთხვევა თეატრალური სეზონის კალენდარს“.  

ის, რომ პრემია „დურუჯის“ ორგანიზატორები ღონისძიების ფორმატის ცვლილებაზე მუშაობენ, 2018 წლის 7 დეკემბერს გამართული დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ გახდა ცნობილი. ცერემონიალზე გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული –  საუკეთესო რეჟისორი – ელენე მაცხონაშვილი, საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა – ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“, საუკეთესო სცენოგრაფია – სერგეი შივცი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – თორნიკე გოგრიჭიანი, საუკეთესო მსახიობი ქალი – მეგი კობალაძე.

„ხელოვნების ეს მიმართლება დიდ როლს თამაშობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და განვითარებაში, შესაბამისად, ვთვლით, რომ თეატრის და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მიზნად დავისახეთ კიდევ უფრო განგვევითერებინა ეს ღონისძიება და მეტ ადამიანს მისცემოდა შანსი, წარედგინა მისი ნამუშევარი“, – გვიყვება ნიკოლოზ სხირტლაძე.

„დურუჯის“ 2019 წლის საპრემიო კონკურსის თემა, პირობები, ჟიურის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ვინაობა გამოქვეყნდება 2019 წლის 1 მარტს გახდება ცნობილი.

ჯიბის კომპაქტური საფერფლეები – თამბაქოს მოხმარების იაპონური კულტურა საქართველოში

More Beauty: “ესაა ბედნიერება, რომელიც ყველას სჭირდება”