ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰოლანდიის სახელმწიფო ლატარიის ყოველწლიური საახალწლო კამპანია ჯადოსნურ სამყაროებში გვამოგზაურებს. ამჯერად TBWA\NEBOKO-ს რეკლამის ყურადღების ცენტრში მოექცა ჰასკი, სახელად ფრიდა.
როგორც წინა რეკლამებში, კამპანიის მთავარი გზავნილი ასეთია: ცხოვრებაში ზოგიერთი რამ ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე დიდი პრიზი. ეს უახლესი ვიდეორგოლი მოგვითხრობს ბიჭზე, რომელსაც მამა სამოგზაუროდ მიჰყავს ლატარიაში მოგების შემდეგ. მათი დიდი თავგადასავალი იწყება, როდესაც სკანდინავიურ რეგიონში, ლაპლანდიაში მიდიან — აქ ჰასკებთან ერთად თვალწარმტაც თოვლიან პეიზაჟებს ათვალიერებენ. ერთად იცინიან, დადიან სათევზაოდ და ჩრდილოეთის ციალით ტკბებიან.
სახლში დაბრუნებული მამა ამ მოგზაურობის შესახებ მოხუცთა თავშესაფრის სხვა მაცხოვრებლებს უყვება… მეგობრები კი ულოცავენ თავისი ზრდასრული შვილის მოგებას.