ადამიანური ემოციების ყველაზე დელიკატური და აბსტრაქტული ემოციების აღბეჭდვა ილუსტრატორ დუეინ ჰუანგის ნამუშევრების ძირითად თემას წარმოადგენს. თუმცა ამისათვის სამყაროს დასასრულის თანმდევი კატასტროფების ასახვას ეყრდნობა, რაც ცოტა უჩვეულო კონტრასტს წარმოადგენს. მაგალითად, ილუსტრაციები გაჯერებულია გიგანტური ასტეროიდის გამოსახულებებით, რომელიც პლანეტისკენ მოემართება, ადამიანები და რობოტები კი ერთად შეჰყურებენ ამ ყველაფერს.
„ჩემი ხელოვნება გაჟღენთილია თამაშისა და ახირებულობის გრძნობით, რადგან სიხარულის მცირე მომენტების აღბეჭდვა მინდა — ყველაფერ იმის, რაც ცხოვრების დაფასებაში გვეხმარება. ამისათვის ისეთ სიუჟეტებს ვიყენებ, რომლებიც ჩემს გონებაში ილექება. ეს ემოციების გამოხატვის საუკეთესო გზაა“.
უშუალოდ აქ მოცემული ილუსტრაციები და ასტეროიდის დედამიწაზე ზემოქმედებას იკვლევს. „ყველაზე მეტად სიმშვიდის გრძნობა მაფიქრებს, რომელიც მთელ მსოფლიოშია გაბატონებული. ვიდრე პანიკა და ქაოსი გამეფდება, ადამიანები ყოველდღიურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ. სწორედ ამ მიმღებლობისა და გამძლეობის აღბეჭდვა მინდოდა“.