in

Dying Light 2-ის კონკურსში ქართველი ხელოვანების ნამუშევარმა გაიმარჯვა!

კონცეპტი ლაშა ნოზაძეს ეკუთვნის, ხოლო შესრულება — დავით თომაშვილს

Dying Light — ასე ჰქვია პოლონური სტუდია Techland-ის ზომბი პოსტაპოკალიფსურ პროექტს. მიმდინარე წელს მისი მეორე ნაწილი Dying Light 2 დაანონსდა, რასაც შესაბამისი კონკურსის გამოცხადებაც მოჰყვა. ამ უკანასკნელში კი ხელოვანებმა ლაშა ნოზაძემ და დავით თომაშვილმა გაიმარჯვეს.

კონკურსის მიზანი ორი Fan Art-ის დახატვა იყო, სადაც მონაწილეები თამაშში ნაჩვენები სამყაროს ეპიზოდს გადმოსცემდნენ… როგორც ულტრაიისფერი შუქით, ისე მის გარეშე. თავის მხრივ, UV შუქს თავისი აზრობრივი დატვირთვა აქვს, რადგან თამაშში ზომბებს მისი ეშინიათ და ადამიანებიც სწორედ ასე იცავენ თავს.

“ჩემთვის და დავითისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ასეთ კონკურსში მონაწილეობის მიღება… ორივეს ბევრჯერ გვიმოგზაურია ამ სამყაროში და მართლა ძალიან გვიყვარს ის. ახლა კი გავიგეთ, რომ სწორედ ჩვენ დავიკავეთ პირველი ადგილი და ჩვენი ნამუშევარი Dying Light 2-ის სამყაროს რომელიმე ლოკაციაზე იქნება გამოსახული. მას აუცილებლად ვიპოვით…”, — აღნიშნავს ლაშა ნოზაძე.

Iron Brothers – ქართული სტარტაპი, რომელიც საექსპედიციო მანქანებისთვის სპეციალურ ნაწილებს ქმნის

LOAFA — დივანი პურის ფორმებით