ტექნოლოგიებისა და კვლევის გლობალურმა კომპანია Dyson-მა, რომელიც მუდმივი ინოვაციებით არის ცნობილი, 23 ნოემბერს წარადგინა თავისი ახალი პროდუქტები რეგიონულ ღონისძიებაზე. ეს უკანასკნელი კი Combinatul Fondului Plastic – Galeria Senat-ში, ბუქარესტში გაიმართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო Dyson Gen 5 უსადენო მტვერსასრუტი, Dyson Submarine სველი წმენდის მტვერსასრუტი, ჰაერის გამწმენდი — Big & Quiet და, რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილი თმის მოვლის პროდუქტები, განახლებული, უნიკალური ფერებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო სტუმრები უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, საბერძნეთიდან; ასევე, ქართველი ცნობადი სახეები: ტელეწამყვანი მარიამ სანოგო, Beauty ბლოგერი თაკო საზინა და Lifestyle ბლოგერები მარიამ წილოსანი და მარიამ დავითაძე. სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, ბრენდის წამყვანი ინჟინრებისგან მოესმინათ Dyson-ის ახალი ტექნოლოგიების შესახებ და ადგილზე თავად გამოეცადათ ახალი პროდუქცია.

ახალი ფერები Dyson-ის თმის მოვლის პროდუქციაში
როდესაც საქმე თმის სიჯანსაღესა და ბზინვარებას ეხება, სკალპის ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Dyson-ის თმის მოვლის საშუალებები კი ნაზად მოქმედებს სკალპზე, რადგან მათში ჩაშენებულია ინტელექტუალური სითბოს კონტროლის სენსორი უკიდურესი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, რის გამოც თმა რჩება დატენიანებული და ჯანსაღი. ამავდროულად, როდესაც საქმე ეხება პროდუქტის არქიტექტურას და დიზაინს, Dyson-ის ინჟინრებისთვის ფერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი საკითხია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თმის მოვლის ახალი ხაზი — Ceramic Pop, რომელიც ეკლექტური ფერებით გამოირჩევა. ახალი ხელსაწყოები წარადგინა Dyson-ის დიზაინის მთავარმა ინჟინერმა — ევა კომას სთოუქსმა.

„წლების განმავლობაში თმაზე ჩატარებული კვლევისა და ტესტირების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ექსტრემალურ სიცხეს შეიძლება უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ჩვენი თმის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, Dyson-ში შევქმენით ისეთი თმის მოვლის საშუალებები, რომლებსაც შეუძლია ყველანაირი ვარცხნილობის შექმნა, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის გამოყენების გარეშე. ასევე, ჩავაშენეთ პატარა სენსორი, სახელად თერმისტორი (thermistor), რომელიც ზომავს ჰაერის ნაკადის ტემპერატურას წამში 40-ჯერ, რათა დარწმუნდეს, რომ ის არასოდეს აჭარბებს ნორმას და, შესაბამისად, იცავს თმას ექსტრემალური სიცხისგან. ორი უახლესი ფერი — blue blush და ceramic pop — ჩვენი CMF გუნდის (Colours Materials and Finishes) მუშაობის შედეგია, რომელმაც შექმნა ფერებისა და ტონების ისეთი კომბინაცია, რომელიც არა მხოლოდ მიმზიდველად გამოიყურება, არამედ მას საოცარი შეგრძნებების გამოწვევაც შეუძლია ჩვენს მომხმარებელში“, — ამბობს ევა კომას სთოუქსი, Dyson-ის დიზაინის მთავარი ინჟინერი.


Dyson-ს სახლის სისუფთავეზე ზრუნვა და ჰაერის ხარისხი ახალ დონეზე აჰყავს
Dyson Technology, როგორც ყოველთვის, ზრუნავს მომხმარებელთა პერსონალიზებულ მოთხოვნებზე, იგი ცვლის წმენდის მეთოდს და აუმჯობესებს ტექნოლოგიას, რითაც სახლში სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში გვეხმარება. დღესდღეობით Dyson Gen 5-ის უსადენო მტვერსასრუტს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია აქვს, რომლითაც იგი ადვილად აფიქსირებს და ანადგურებს მტვერს. Dyson Submarine კი აღჭურვილია სველი წმენდის ფუნქციით და ყოველი ბრუნვისას აშორებს სითხეებს, ნამსხვრევებსა და ლაქებს მყარი ზედაპირიდან.

როდესაც საქმე სრულყოფილად გაწმენდილ სახლს ეხება, Dyson-ის უახლესი Big & Quiet ჰაერის გამწმენდი იდეალური პროდუქტია ჰაერის სისუფთავის შესანარჩუნებლად. მძლავრი შედეგის უზრუნველსაყოფად, კონუსური აეროდინამიკის, დალუქული ფილტრებისა და მძლავრი ჰაერის ცირკულაციის გამოყენებით, იგი წმენდს ყველაზე დაბინძურებულ ჰაერსაც კი.

Dyson-ის ახალ ინოვაციებზე და ექსპერიმენტებზე ისაუბრა ენდრიუ აიჩისონმა (Andrew Aitchison), Dyson-ის დიზაინის უფროსმა ინჟინერმა: „Gen 5 აღჭურვილია ჩვენი უახლესი ძრავის ტექნოლოგიით, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ყველაზე მძლავრ და მოწინავე პროდუქტს უზრუნველყოფს უსადენო ფილტრაციით. ჩაშენებული ნაპრალი-ხელსაწყოს მეშვეობით და ნაწილაკების დათვლის ფუნქციით, იგი გახდა Dyson-ის ერთ ერთი ყველაზე მარტივად გამოსაყენებელი პროდუქტი. Dyson Submarine მტვერსასრუტს შეუძლია, თმის ჩახვევის გარეშე გაწმინდოს მყარი ზედაპირი, ჩაშენებული განათების საშუალებით უფრო ადვილად აღმოაჩინოს მტვერი ყველაზე რთულად მისაწვდომ ადგილებშიც კი და ახალა უკვე სველი წმენდის ტექნოლოგიით გაასუფთავოს ყველაზე რთულად მოსაშორებელი ლაქები“.
საპრეზენტაციო ზონები
ღონისძიება მოიცავდა სამ დინამიკურ საპრეზენტაციო ზონას — თმის მოვლის ზონას, იატაკის მოვლის და ჰაერის გამწმენდი ტექნოლოგიების ზონებს. Dyson-ის ამბასადორებმა — Florin Noje-მ (რუმინეთი), Teuta Mesaros-მა (ხორვატია) და Ioannis Michalelis-მა (საბერძნეთი), მაყურებელს წარუდგინეს თმის ვარცხნილობის სხვადასხვა ტექნიკები Dyson Airwrap-ის გამოყენებით. სპეციალურად გამოყოფილ პრემიუმ სივრცეებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თავად გამოეცადათ Dyson-ის ყველა ახალი პროდუქტი.


DYSON-ის შესახებ
Dyson არის გლობალური კვლევითი და ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს ინჟინერიის, კვლევის, განვითარებისა და ტესტირების საწარმოები სინგაპურში, დიდ ბრიტანეთში, მალაიზიაში, მექსიკაში, ჩინეთში, პოლონეთსა და ფილიპინებში. 1993 წელს დიდ ბრიტანეთში საწყობის გახსნის შემდეგ, Dyson სტაბილურად იზრდება. დღესდღეობით კომპანიას აქვს გლობალური სათავო ოფისი სინგაპურში და ორი ტექნოლოგიური კამპუსი დიდ ბრიტანეთში, რომელიც მოიცავს 800 ჰექტარზე მეტ ფართობს Malmesbury-ში და Hullavington-ში. 1993 წლიდან Dyson-მა 1 მილიარდ ფუნტზე მეტი ინვესტიცია ჩადო თავის ოფისებსა და ლაბორატორიებში Wiltshire-ში, რომელიც Dyson-ის ტექნოლოგიის, კვლევის, დიზაინისა და განვითარების ჰაბი.
Dyson საოჯახო ბიზნესია და დასაქმებული ჰყავს 14000-ზე მეტი ადამიანი მთელ მსოფლიოში, მათ შორის ინჟინრების 6000-კაციანი გუნდი. კომპანია ყიდის პროდუქტებს 84 ბაზარზე 300-ზე მეტ Dyson Demo Store-ში, რომელთაგან 50 გაიხსნა 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის ახალი Dyson Virtual Reality Demo Store.

DYSON საქართველოში
2023 წლიდან ოფიციალური Dyson-ის შეძენა შესაძლებელია საქართველოშიც შემდეგ ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში — Alta, Elit Electronics, Extra.ge, Vendoo, Veli.store, Zoommer, Kontakt Home, Apple City, iTechnics.
18 ნოემბრიდან დაისონის ბრენდ ზონა გაიხსნა საბურთალოს სითი მოლშიც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მივიდეს და თავად გამოცადოს დაისონის ტექნოლოგიები.


#NextGenLiving, #Dyson, #DysonHair












