in

პატრონთან შეხვედრისას, ძაღლები ბედნიერებისგან ტირიან — კვლევა

უკვე დიდი ხანია, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სიხარულის ან სევდის გამომხატველი ცრემლები მხოლოდ ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. ახალი კვლევის თანახმად კი, რომლის ფარგლებშიც ძაღლებმა გარკვეული ექსპერიმენტები გაიარეს, მკვლევრებმა ახალი ვარაუდი გამოთქვეს — შესაძლოა, იმავე თვისება ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც ჰქონდეთ.

M2
M2

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, პატრონის ნახვისას, ძაღლები კუდის ქიცინთან და წკმუტუნთან ერთად, სიხარულის ცრემლებითაც გამოხატავენ ემოციას. სწორედ ამას ადასტურებს ექსპერიმენტი — 18 ძაღლში ცრემლების მოცულობა 10%-ით გაიზარდა და ეს ზუსტად მაშინ ხდებოდა, როცა ისინი ოჯახის წევრს ხედავდნენ.

მაჩვენებლები მკვლევრებმა სპეციალური, შეწოვის უნარის მქონე ქაღალდის მეშვეობით გაზომეს, რომელიც ძაღლების ქუთუთოებში 60 წამის განმავლობაში იყო მოთავსებული. ამასთან, როცა მეცნიერებმა მათ ოქსიტოცინის (სიყვარულის ჰორმონი) ხსნარი 22 ძაღლს ჩააწვეთეს თვალებში, უფრო მეტი ცრემლის გამოყოფა დაიწყო. ეს კი მკვლევართა ვარაუდს კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსაზრებას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს. მეცნიერთა ნაწილს თუ დავუჯერებთ, ოქსიტოცინის დამატებისას სეკრეცია თვალის გაღიზიანებამ განაპირობა. თუმცა ავტორთა თქმით, სხვა ხსნარის გამოყენებისას ცრემლის მოცულობა არ გაზრდილა…

იმისათვის, რომ უფრო ზუსტი და სარწმუნო პასუხები მივიღოთ, დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. ეს იმის გაგებაშიც დაგვეხმარება, რამდენადაა ძაღლების ცრემლები ადამიანთან ურთიერთობასთან ადაპტაციის შედეგი.

შოკოლადის ჯანსაღი ალტერნტივის, Fruya-ს შეფუთვა — 70-იანი წლების ესთეტიკა

როგორ მოვიპოვოთ ნდობა სოციალური მედიის დახმარებით?