in

ახალი კვლევა – ძაღლებს თითქმის ისეთივე სიზუსტით შეუძლიათ Covid-19-ის ამოცნობა, როგორც PCR ტესტს

დადებითი შემთხვევების გამოვლენის სიზუსტემ 97%-ს მიაღწია!

ძაღლებს რომ შესანიშნავი ყნოსვა აქვთ, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, ალბათ, ბევრი ჩვენგანისთვის უცნობი იყო, მათ კორონავისურის დადებითი შედეგების ამოცნობაც თუ შეეძლოთ…

ექსპერიმენტის ფარგლებში ძაღლების მიერ ვირუსის გამოვლენის სიზუსტემ 97%-ს მიაღწია. ცრუ დადებითის შემთხვევა კი, ძალიან დაბალი იყო. გარდა ამისა, ძაღლების მგრძნობელობა თითქმის PCR ტესტს გაუტოლდა და ბევრად ზუსტი იყო, ვიდრე სწრაფი ტესტი.

კვლევა პარიზის მახლობლად მდებარე საფრანგეთის ვეტერინარულმა ნაციონალურმა სკოლამ ჩაატარა, რომელში მონაწილეობაც 9 ძაღლმა მიიღო. რაც შეეხება ჯიშს, მკვლებრებმა მალინოისის, ჰოლანდიური ნაგაზის, ბელგიური ტერვირენის, გროენენდალისა და ლაბრადორის გამოყენება გადაწყვიტეს. თუმცა, როგორც აღნიშნავენ, კორონავირუსის გამოვლენის მიზნით, ნებისმიერი ჯიშის ძაღლის გაწვრთნაა შესაძლებელი.

თანაც, ჯერ კიდევ გასულ წელს, გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გაწვრთნილი ძაღლები 94%-ით ეფექტურია ადმიანის ნერწყვის მეშვეობით ვირუსის გამოვლენაში. ამიტომაც, შინაური ცხოველების ამ კუთხით გაწვრთნა დაიწყეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი, შვეიცარია და დუბაი.

შეგახსენებთ, რომ გარდა ძაღლებისა, თვის დასაწყისში ჰოლანდიელმა მკვლევრებმა კორონავირუსით ინფიცირებული ნიმუშების გამოსავლენად, ფუტკრები წარმატებით გაწრთვნეს.

ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ თუ სხვადასხვა დაწესებულებებში ძაღლები და ფუტკრები დაგესევიან… მათ მხოლოდ კორონავირუსის ტესტის ჩატარება სურთ!

პანდემიის დასრულების შემდეგ უარყავით კომპანიაში არსებული ძველი რუტინა

“გალერეა ვერნისაჟში” ლიზი ბუდაღაშვილის გამოფენა გაიმართება