გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ Mud-მა უკვე საკუთარი კვალი დაატყო შინაური ცხოველების მოვლის ინდუსტრიას. ბრენდის სადებიუტო The Everyday Wash for Dirty Dogs უბრალოდ ნიშური პროდუქტი კი არა, მანიფესტია… 18 თვის განმავლობაში შემუშავებული და D&AD 2025-ზე ცოტა ხნის წინ დაჯილდოებული ბრენდის მიზანი ძაღლების მოფერების კულტურის გამოწვევაა. რომ ორნამენტები და თოჯინები კი არა, ცხოველები არიან. ამიტომ, არც არის საჭირო სუნამოების სუნი ჰქონდეთ…
ამ ყველაფრის საპასუხოდ Everyday Wash უსუნო, ძაღლებისთვის 100%-ით უსაფრთხო და სრულად გადამუშავებადია.
„ჩვენ ვარსებობთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ სიველურეს ყველა ძაღლში. ვფიქრობთ, დროა, კულტურული აღქმები შევცვალოთ, ძაღლებს აქსესუარებივით კი არ მოვეპყროთ, არამედ ინსტინქტით მოქმედ ცხოველებად ჩავთვალოთ, რომელთაც ემოციური სიღრმე და საკუთარი საჭიროებები აქვთ… ჩვენს კატეგორიაში ამას არცერთი ბრენდი აკეთებს…“, — აცხადებენ Mud-ის გუნდის წევრები.
ბრენდის დიზაინის სისტემაც ისეთივე პროვოკაციულია, როგორც თავად ეს პროდუქტი. Mud-ის იდენტობა ბუნებით რეაქტიულია, ფართოვდება და იკუმშება ადგილობრივი ამინდის მონაცემების მიხედვით. თერმული მელნის ტექნოლოგიით კი შეფუთვაზე ქრება და ხელახლა ჩნდება.
„ადამიანები უკვე გვეუბნებიან: ძაღლი არ მყავს, მაგრამ შენმა ბრენდმა და საიტზე განთავსებულმა ინფორმაციამ შეცვალა მათდამი ჩემი დამოკიდებულებები — ეს შესანიშნავი პასუხია“.