თქვენი საბოლოო წარმატება ორგანიზაციაში თქვენს უნარზეა დამოკიდებული, იმუშაოთ სხვებთან ერთად და მათი მეშვეობით. მაგრამ როცა ახალ სამუშაოს იწყებთ, ძნელია იმის გარკვევა, თუ ვინ არიან რეალურად ძლიერი მოთამაშეები და როგორ უნდა მიუახლოვდეთ მათ.
გავლენიანი ლიდერები ხშირად ისე აშკარადაც არ ჩანან, როგორც ისინი, ვინც კომპანიის ვებსაიტზე არიან წარმოდგენილნი, თუმცა მაინც თქვენს წარმატებაზე დიდი გავლენა აქვთ. კვლევის თანახმად, გარდამავალ პერიოდებში, როგორებიცაა, ახალი თანამდებობის დაუფლება თუ ახალ კომპანიაში გადასვლა, მნიშვნელოვანია, გავიგოთ იმ ქსელების ფარული ორგანიზაციული სქემა, რომლებიც იერარქიის მიუხედავად სამუშაოს ნამდვილად ასრულებენ.
შემდეგი 5 სტრატეგია კი ამ საკითხების გამოაშკარავებასა და მომავალში კომპანიის ძლიერ თანამშრომლებს შორის საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში დაგეხმარებათ.
გაიაზრეთ ძალაუფლების განსხვავებული სახეები
იმისათვის, რომ ზუსტად შეაფასოთ, ვის აქვს მნიშვნელოვანი გავლენა თქვენს ორგანიზაციაში, უპირველესად, ძალაუფლების სხვადასხვა ტიპზე უნდა გქონდეთ ინფორმაცია — 1959 წელს სოციალურმა ფსიქოლოგებმა ჯონ ფრენჩმა და ბერტრამ რეივენმა ძალაუფლების ხუთი საფუძველი განსაზღვრეს, რომლებსაც ადამიანები იყენებენ იმისათვის, რომ სხვებისგან სასურველი ცვლილებები მიიღონ:
- იძულებითი — ეყრდნობა ძალას
- ჯილდოს მქონე — ეყრდნობა მოტივირებას
- ლეგიტიმური — ეყრდნობა იერარქიას
- რეფერენსი — ეყრდნობა კუთვნილების გრძნობას
- ექსპერტობა — ეყრდნობა ცოდნის ავტორიტეტს
- ინფორმაციული — ეყრდნობა მონაცემთა მცირე რესურსების ხელმისაწვდომობას
ხოლო, როცა ორგანიზაციაში ძალაუფლების სახეებს აკვირდებით, შესაძლოა, ის ფაქტორებიც შეამჩნიოთ, რომლებიც განსაზღვრავს, ვის აქვს ძალაუფლება და ვის არა. ერთ-ერთი ლიდერების რეპუტაციაა, რომელიც ზემოქმედებს მათ ძალაზე და მიუხედავად მათი ადგილისა იერარქიაში, მერყეობს კიდეც. მაგალითად, აღმასრულებელი ლიდერი, რომელიც ბაზრის ცვლილებების დახმარებით მომაკვდავ განყოფილებას პროდუქტიულად აქცევს, შესაძლოა, მოულოდნელად უამრავი დადებითი წნეხით დატკბეს, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს კი მისი, როგორც ძლიერი ლიდერის აღქმას ზრდის.
დაადგინეთ ავტორიტეტისთვის რომელ ადამიანებს ეძებენ
ძალაუფლების ტიპების განსაზღვრის შემდეგ, შეგიძლიათ, შეადგინოთ იმ ადამიანთა სია, რომელთაც ეს წარმატებით გამოიყენეს. დააკვირდით, ვინ იყენებს სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას, მაგალითად, კოლეგები რომლებსაც, როგორც ჩანს, ყველა იცნობს (რეფერენტის ძალა) თუ რომლებიც ყოველთვის თანხმდებიან ახალ პროექტებს და აქვთ რესურსები მეტი ადამიანის დასასაქმებლად (საინფორმაციო ან დაჯილდოების ძალა).
ამასთან, იპოვეთ ადამიანი, რომელსაც დახმარებისა თუ რჩევისთვის ყოველთვის მიმართავენ. კვლევის თანახმად, მაშინ, როცა სამსახურში თქვენს ქსელში უამრავ ადამიანთან დაკავშირებით შეიძლება გამორჩეული იყოთ, სხვების მიერ მოძიება თქვენი წარმატების შანსებს 4-ჯერ უფრო გაზრდის.
აქვე, დასვით ისეთი კითხვა, როგორიცაა: „კომპანიაში ძალიან კარგად ვინ ითვლება?“ ან „ვის უნდა იცნობდნენ აქ ადამიანები, რათა გამოირჩეოდნენ?“ თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიკვლიოთ, ვინ დაწინაურდა სწრაფად, როგორც წარმატების მაჩვენებელი. ყურადღება მიაქციეთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომლებსაც შეკრებებზე იწვევენ, იქნება ეს საბჭოს შეხვედრები თუ გარე ღონისძიებები, სადაც უფროს ლიდერებთან და მომხმარებლებთან გექნებათ წვდომა.
ამოიცანით გავლენის სიტუაციური ცვლილებები
სამსახურში არსებული ძალაუფლება დინამიკური პროცესია — ბოლო ორ წელიწადში, ჰიბრიდულ მუშაობაზე გადასვლით ჩვენ ბევრ ორგანიზაციაში ძალაუფლების ბალანსის დრამატული ცვლილება ვნახეთ. კვლევის თანახმად, ახალ სამუშაო გარემოში ურთიერთობების ძალაუფლებამ იერარქიულსაც კი შეიძლება აჯობოს. ასე რომ, მათ, ვისაც რაღაც განსაკუთრებული წოდება არ აქვს, ძალაუფლების მიღების შანსი მაინც რჩება, ამის გარანტია კი ხელმძღვანელებს ნამდვილად არ აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ იძენენ ან კარგავენ კონკრეტული ადამიანები ძალაუფლებას კომპანიებში.
გაიხედეთ ძალაუფლების აშკარა ჯიბეებისკენ
დიახ, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ის, ვისაც უფროსის ან აღმასრულებლის წოდება აქვს, დომინირებს ძალაუფლების ლანდშაფტზე, თუმცა ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, ერთ-ერთ კლინიკაში კონკრეტული პროცედურის ჩასატარებლად მთელი მსოფლიოდან მიდიოდნენ. აქ, ძალაუფლება თითქოს ექიმების ხელთ იყო, მაგრამ თუ ხელმძღვანელებს შეეკითხებოდით, ვის ეჭირა კლინიკის სადავეები, ისინი არა ექიმებზე, არამედ ექთნებზე დაიწყებდნენ საუბარს… გამოდის, ხშირად ძალაუფლება არა ხელმძღვანელებს, არამედ მის მთავარ სამუშაო ძალას აქვს, რომელიც დიდ თანამდებობას საერთოდ არ ფლობს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, დეპარტამენტებს შორის ის თეთრი სივრცეები იპოვოთ, სადაც ხშირად ძალაუფლება იმალება. გახსოვდეთ, რომ როცა კომპანიები მომხმარებლებზე ორიენტირებულნი ხდებიან, სამუშაო ფუნქციების თანაკვეთით სრულდება და არა, ვერტიკალურად. შედეგად, ისინი, ვინც წარმატებით ქმნიან ქსელებს, რომლებიც აშენებს ხიდს სიცარიელეების გადასალახად, ხშირად მნიშვნელოვან გავლენასაც იძენენ…
გაამრავალფეროვნეთ ძალაუფლების მქონე კოლეგებთან ურთიერთობა ცნობისმოყვარეობითა და გულუხვობით
საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანებს თქვენთან დროის გატარება უნდოდეთ, მათგან რაღაცის სწავლის სურვილია. ეს ენერგეტიკულ სურვილთანაც არის შერეული, რათა ეგოისტური დღის წესრიგის გარეშე მას რაიმე ღირებული შესთავაზოთ.
და როცა ამ კოლეგებს შეხვდებით, ბევრის მიღწევას ნუ შეეცდებით. გააკეთეთ მხოლოდ იმდენი, რამდენითაც თქვენს ცნობისმოყვარეობასა და გულუხვობას აჩვენებთ, რათა მათ თქვენს ზარს კვლავ უპასუხონ. დროთა განმავლობაში ჰკითხეთ მათ, ვის უნდა შეხვდეთ. ასე, შესაძლოა, თავიანთ წრეში არსებული ძალაუფლების მქონე ადამიანი თბილად გაგაცნონ.
დიახ, როცა ახალ ორგანიზაციას უერთდებით, მნიშვნელოვანია, გაიაზროთ, ვინ ფლობს ძალაუფლებას, რადგან ისინი პირდაპირ ზემოქმედებენ სამუშაოს ხარისხზე, თუმცა ეს ყოველთვის აშკარა არ არის. ამიტომ, მიჰყევით ზემოთ მოცემულ სტრატეგიებს, რათა უკეთ დაადგინოთ, სად იმალება ნამდვილი ძალაუფლება და საბოლოოდ, თქვენც მოიპოვოთ იგი.
წყარო: HBR