in

3 სიტყვა, რომლებიც წარმატებულ და ძალიან წარმატებულ ადამიანებს განასხვავებს

ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი საჩუქარი დროა — ზოგჯერ იმასაც კი ვჩივით, რომ საკმარისი დრო არ გვაქვს ყველა მიზნის მისაღწევად. ამიტომაცაა, რომ ძალიან წარმატებული ადამიანები მოგვიწოდებენ: დააწესეთ მკაფიო საზღვრები!

pasha-statiebi
pasha-statiebi

ცხადია, ამის შესრულება არც ისეთი მარტივია, როგორც ჟღერს. ეს მოიცავს ყველაფერ იმაზე უარის თქმას, რაც ჩვენს მიზნებს არ უკავშირდება… სხვა სიტყვებით, უფრო ხშირად მოგიწევდეთ უარის თქმა, ვიდრე დათანხმება, რაც ბევრი დასაქმებულისთვის რთული წარმოსადგენია: ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი საქმე ითავონ, მეტად გამოიჩინონ თავი და ყველა სფეროში გამოავლინონ შესაძლებლობები.

რა განსხვავებაა წარმატებულ და ძალიან წარმატებულებს შორის?

მაშინ, როცა ბევრი წარმატებული ადამიანი კვირაში 60-დან 80 საათამდე მუშაობენ, ძალიან წარმატებული ხალხი მენტალურ ჯანმრთელობაზე, თავის მოვლაზე, პირად ინტერესებზე, ოჯახსა და გართობაზეც ანაწილებს დროს. მათი პრინციპი ასეთია: თუ საკუთარ თავზე ვერ ზრუნავ, ვერც ბიზნესს უხელმძღვანელებ.

იმისათვის, რომ მსგავსი აღქმით ცხოვრება მოახერხოთ, უნდა იცოდეთ, რაზე შეიძლება უარის თქმა. ერთხელ სტივ ჯობსმა თქვა: „მე ისევე მადლიერი ვარ ყველა იმ საქმის, რაც არ გაგვიკეთებია, როგორც იმის, რაც გავაკეთეთ. ინოვაცია 1000 რამისთვის უარის თქმას გულისხმობს“.

ამრიგად, მკაფიო საზღვრების დაწესება ავტომატურად გულისხმობს „თქვენი თავის მენეჯმენტს“. აქ გაითვალისწინეთ, რომ დროის გადანაწილებაზე არ ვსაუბრობთ, რადგან დღევანდელ სამყაროში ეს შეუძლებელია — ყველას თანაბარი რაოდენობის საათები, წუთები და წამები გვაქვს. ამას ვერ გავაკონტროლებთ, უბრალოდ, იმის გადაწყვეტა შეგვიძლია, რას მოვახმართ მოცემულ დროს: ჭკვიანურად გამოვიყენებთ თუ არასწორად.

3 ბარიერი, რომლებიც აუცილებლად უნდა დააწესოთ

ძალიან წარმატებულ ადამიანებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, ბარიერების ის მცირე ჩამონათვალი შემოგთავაზოთ, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე აუცილებელია:

  • უარი თქვით იმ შესაძლებლობებსა და შემოთავაზებებზე, რომლებიც თქვენს მიზნებს, პერსონალურ თუ ორგანიზაციულ ღირებულებებს არ შეესაბამება;
  • დააწესეთ მკაფიო საზღვრები ზედმეტ მუშაობასა და ყველა საქმის თავად შესრულების სურვილთან მიმართებით. ეს უმოკლესი გზაა გამოსაფიტად თუ გადასაწვავად. ამის ნაცვლად, მხოლოდ სასურველ უნარებზე კონცენტრირდით;
  • არასოდეს უგულებელყოთ თქვენი გულწრფელი, ღრმა სურვილები და მისწრაფებები.

წყარო: Inc.



რა უნდა გააკეთოთ, თქვენმა გუნდმა პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა რომ შეძლოს?

კრედო ბანკმა „კრედო რჩეული“ სტატუსის მქონე მომხმარებელს ახალი ვიზა Platinum ბარათი წარუდგინა