5
Dec
2019

სოციალურ სივრცეში DZE-Georgian Project-ის პირველი მიმართვა ვრცელდება

5 Dec 2019

სოციალურ სივრცეში ძე_ქართული პროექტის პირველი მიმართვა ვრცელდება. სხვადასხვა ბრენდებსა და მეწარმეებს შეუძლიათ, ქართული კამპანიის მეორე ტალღაში ჩაერთონ, რის შემდეგაც ისინი dze-ს ლოგოს თავიანთ პროდუქციაზე განათავსებენ. პროდუქტის ღირებულების ნაწილი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდის „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ ანგარიშზე.

dze-ს ნებისმიერი ზომის ლოგოტიპის განთავსება ნებისმიერ პროდუქტზე, ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა, შეავსოთ ბმული. 

 

შეგახსენებთ, რომ „ძე – ქართული პროექტი“ – „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“, WINDFOR’S-ისა და „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორიც, სააგენტო WINDFOR’S-ია. კამპანიის ფარგლებში შექმნილ კონცეპტუალურ ვიდეორგოლში ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები ახალგაზრდებიც მონაწილეობენ.

განხილვა