ტრადიციული ჰანგები, ბუმბულები, თამამი ფერები – პოსტერებით აჭრელებული ქალაქის პარალელურად, ინტერნეტ სივრცეში ვიდეორგოლიც გამოჩნდა. ტანსაცმლის ახალი ბრენდი – dze ბაზარზე ძალიან ხმაურიანი განაცხადით შემოვიდა.
ვინმეს გახსოვთ, რომ ტანსაცმლის ბრენდი ბაზარზე პოსტერებით და ახალი ვიდეო რგოლით შემოსულიყო ? აქ რაღაც სხვა ენერგიაა, როგორც ჩანს პროექტის ავტორებს დიდი ამბიციები და გეგმები აქვთ.
Dze_Georgian Project -ის პრეზენტაცია მერსედესის მოდის კვირეულზე შედგება. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ არის ცნობილი, თუმცა ნამდვილად საინტერესო დასაწყისია.













