„ძილის აპნოე“ არის მდგომარეობა, რომლის დროსაც მძინარე ადამიანის სუნთქვა ჩერდება. თავის მხრივ, აშლილობა პოტენციურად სერიოზულია და სათანადო ზრუნვას საჭიროებს, რათა ზიანი თავიდან იქნას აცილებული.
ამჟამად ამ მდგომარეობის სამკურნალოდ ძირითადად სასუნთქი გზების უწყვეტ წნევას იყენებენ, სპეციალური აპარატის გამოყენებით, რათა სასუნთქი გზები მთელი ღამის განმავლობაში ღია იყოს. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ მოუხერხებელ პროცესთანაა დაკავშირებული — ერთჯერადი მოხმარების შემდეგ ყოველი მეათე ადამიანი უარს ამბობს აპარატის გამოყენებაზე, ხოლო პაციენტთა 50% წყვეტს თერაპიას ერთი წლის შემდეგ.
ახლა კი ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის ახალი კვლევა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება. მკვლევართა ჯგუფს სურს, სასუნთქი გზების გასახსნელად ნაზალური სპრეი გამოიყენოს. ეს ახალი პრეპარატი ნესტოებში რეცეპტორების გააქტიურებას იწვევს, რის გამოც მიმდებარე კუნთები იხსნება და სასუნთქი გზები ღია რჩება.
ტესტირების დროს ძილის აპნოეს მქონე თორმეტმა მონაწილემ მიიღო პლაცებო, ნამდვილი სპრეი ან ახალი პრეპარატის ენდოსკოპიური აპლიკაციები. ეს იმის დადგენას ემსახურებოდა, რომელი მათგანი მუშაობდა საუკეთესოდ.
როგორც შედეგებმა ცხადყო, მეცნიერების მიერ შემუშავებული სპრეი კარგად მუშაობდა ყველა პაციენტის შემთხვევაში.