in

ძილის დარღვევა დემენციის მაღალ რისკზე მიგვითითებს — კვლევა

ახალი კვლევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ძილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ძილთან დაკავშირებულ სამ კონკრეტულ პრობლემას დემენციის განვითარების რისკთან აკავშირებს. დადგინდა, რომ 10 წლის მანძილზე საძილე წამლების მიღება და ჩაძინების პრობლემა დემენციის განვითარების რისკს უკავშირდება მაშინ, როცა ძილის უწყვეტობის შენარჩუნება რისკებს ამცირებს…

M2
M2

არსებული ლიტერატურის გაცნობის შემდეგ, გაოცებული ვიყავი, რამდენად განსხვავებული შედეგები ჰქონდა ძილისა და დემენციის ურთიერთობის კვლევებს. ამიტომ, ამ თემის შესწავლა გადავწყვიტე. ვფიქრობდით, რომ დაძინების პრობლემა და ამისთვის წამლების გამოყენება გაზრდიდა დემენციის რისკს, მაგრამ, გაკვირვებული დავრჩით, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ძილის უწყვეტობის შენარჩუნება დემენციის რისკს ამცირებს, — აცხადებს როჯერ ვონგი, მეცნიერი.

კვლევა 6284 ადამიანზე ჩატარდა, რომელთა ასაკიც 65 წელს აღემატებოდა. ყველაზე დრამატული კავშირი კი ჩაძინების პრობლემასთან გამოიკვეთა: ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხზე საუბრობდნენ, დემენციის განვითარების რისკი 51%-ზე მაღალი ჰქონდათ. თუმცა ეს რიცხვი შემცირდა, როცა შედეგები სოციოდემოგრაფიულ და ჯანმრთელობის ფაქტორებთან ერთად განიხილეს… საძილე წამლებისთვის კი კონკრეტული მაჩვენებელი 30%-ს უდრიდა.

მეორე მხრივ, ძილის უწყვეტობის შენარჩუნების შემთხვევაში როგორც სოციოდემოგრაფიული, ისე ჯანმრთელობის ფაქტორების გათვალისწინებისას, დემენციის რისკის 40%-ით შემცირებულ მაჩვენებლებზე საუბრობენ. სწორედ ამან გააოცა მკვლევრები — ვარაუდობენ, რომ სიფხიზლისას კოგნიტიური ფუნქციები მუშაობას ძილის ხარისხზე საზიანო გავლენის მოხდენის გარეშე აგრძელებს.

ძილის შემაფერხებელი ფაქტორების ცვლადების ფოკუსირებით ჩვენი კვლევა დაგვეხმარება, გავიგოთ ის, რაც დემენციის რისკის შესამცირებლად არის საჭირო, — ამბობს მარგარეტ ენ ლოვიერი, მკვლევარი. 

მართალია, კონკრეტული ნაშრომი საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ ძილის პრობლემები დემენციას იწვევს, მაგრამ ამ ორს შორის ურთიერთობას ნამდვილად უსვამს ხაზს. თანაც, ძილის დარღვევის პრობლემა საერთოა როგორც დემენციის მქონე, ისე ხანდაზმული ადამიანებისთვის… 

როგორ გავუმკლავდეთ საქმეს, რომელიც არ გვიყვარს

FDA-მ შაკიკის სამკურნალო ნაზალური სპრეი დაამტკიცა