in

ძილის დროს ნებისმიერი შუქის წყარო საფრთხის შემცველია — კვლევა

მოგწონთ ძილის დროს შუქის დატოვება? ან, იქნებ ჩართული ტელევიზორის ფონზე ჩაძინება? თუ ეს ასეა, იმედია, ახლად ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ ამ ჩვეულებას შეცვლით.

M2
M2

Northwestern Medicine-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ ძილის დროს სინათლის მცირე რაოდენობამაც კი, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს გულ-სისხლძარღვთა ფუნქციონირებაზე. ასევე, ეს ზრდის მაღალი წნევისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.

„კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ძილის დროს ოთახის ზომიერი განათების მხოლოდ ერთ შემთხვევასაც შეუძლია გლუკოზის დონის გაუარესება და გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობის დარღვევა. ეს კი გულის დაავადების, დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის რისკ-ფაქტორებია“, — ამბობს დოქტორი ფილის ზი, კვლევის წამყვანი ავტორი.

კვლევის თანახმად, ჩვეულებრივ, გულისცემის სიხშირე ღამით იკლებს — ანუ, მაშინ, როცა გვძინავს. ხოლო დილით, როცა მზის სხივების ზემოქმედებას განვიცდით და ჩვენი სიმპათიკური ნერვული სისტემა გააქტიურებულია, გულისცემის სიხშირეც მატულობს. თუმცა მზის სხივების გარდა, საქმე სხვა ტიპის სინათლესაც ეხება.

„მაშინაც კი, თუ გძინავთ, თქვენი ავტონომიური ნერვული სისტემა გააქტიურებულია. ეს ცუდია“, — განმარტავს დანიელა გრიმალდი, ნეირომეცნიერი და კვლევის თანაავტორი.

ამასთან, კვლევამ დაადგინა, რომ გარდა შაქრის დონის მატებისა, არსებობს პირიქით, კლების ალბათობაც. ეს კი პანკრეასს „აიძულებს“, მეტი გლუკოზა გამოყოს, რაც საბოლოოდ ტიპი 2 დიაბეტში გადაიზრდება.

ამრიგად, როცა ღამით დაიძინებთ, აუცილებლად ჩააქრეთ ყველა შუქი და გამორთეთ ტელევიზორი.

როგორ განვასხვაოთ ყალბი ამბავი ნამდვილისგან?

როგორ იყენებს უკრაინა ეფექტურ კომუნიკაციას, საინფორმაციო ომის მოსაგებად