გუნდი არის ორი ან მეტი ადამიანის გაერთიანება, რომელსაც აქვს ერთი მიზანი და ახდენს შრომის კოორდინაციას მის მისაღწევად. წარმატებულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდში, ჩვეულებრივ, მაღალია ნდობის ფაქტორი და წარმატებაც ერთობლივი შრომის შედეგად მიიღწევა. „გამარჯვებული“ გუნდები კი შემთხვევით არ იქმნებიან. ერთი და იგივე მიზნის მისაღწევად სხვადასხვა კომპანიებმა შესაძლებელია ერთიდაიგივე ხერხები გამოიყენონ. ერთერთი ფაქტორი, რაც ყველაზე მეტად განასხვავებს ორგანიზაციას ეს თანამშრომლებია. მათი დაქირავება, სწავლება და მოტივაცია არის ძირითადი, რაც თქვენს კომპანიას გამორჩეულს მიმზიდველს გახდის. გუნდის სწორად წარმართვაში ძალიან მნიშვნელოვან როლი ეკისრება გუნდის ლიდერს. იმ შემთხვევაში თუ ლიდერი გუნდის თითოეულ წევრში პოულობს განსაკუთრებულ ნიჭს და აძლევს საშუალებას ყველა წევრს ერთი საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ, მაშინ შედეგი და საუკეთესო შეფასებაც არ დააყოვნებს.
იმისათვის რომ შევქმნათ წარმატებული გუნდი, საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები.
- თანამშრომელთა დაქირავება. თანამშრომელთა შერჩევა რთული და ხანგრძლივი პროცესია. დარწმუნდით რომ გუნდის თითოეული წევრს აქვს შესაბამისი უნარები და მოტივაცია. გადაამოწმეთ რეკომენდაციები თითოეულ მათგანზე. დარწმუნდით, რომ ინტერვიუს დროს მოსმენილი ინფორმაცია, თანხვედრაშია რეკომენდატორების შეხედულებასთან. ხშირად მენეჯერები ყურადღებას აქცევენ პროექტის ტექნიკურ მოთხოვნებს და თანამშრომლებსაც შესაბამისად არჩევენ. ამ მიდგომამ შეიძლება არ გაამართლოს, მაშინ როცა გუნდის ლიდერი არ ფიქრობს გუნდის შიგნით ურთიერთობებზე, რომელიც აუცილებელია დავალების შესასრულებლად. გუნდის წევრები ერთმანეთის ნიჭს უნდა აფასებდნენ. მაგალითისათვის ერთი შეიძლება იყოს იდეების გენერატორი, მაგრამ ნაკლებად შეეძლოს ანალიტიკური სამუშაოს შესრულება, როცა მეორე წევრს შეიძლება ჰქონდეს კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარი. ამ შემთხვევაში ეს ორი წევრი ერთმანეთის სისუსტეებს დააკომპენსირებს.
- პოზიცია „მე“- დან პოზიცია“ ჩვენ“ -ზე გადასვალა. იმისათვის რომ დავეხმაროთ გუნდის წევრებს გადავიდნენ პოზიცია „მე“- დან პოზიცია „ჩვენ“-ზე საჭიროა:
- ერთიანი სურათისა და მიზნის დანახვა. აუხსენით გუნდის წევრებს რა არის მათი მიზანი და რა კავშირშია ის მთელი ორგანიზაციის განვითარებასთან. ეს მეტ მოტივაციას შესძენს გუნდის წევრებს. გუნდში უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც მხოლოდ ერთობლივი მუშაობის შედეგად იმუშავებს. გუნდის თითოეული წევრი უნდა შეესაბამებოდეს გუნდის შიდა კულტურას.
- ჭკვიანები გუნდში. განიხილეთ გუნდის თითოეული წევრის შესაძლებლებლობები – უნარები და გამოცდილება, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ გუნდის სასარგებლოდ. თქვენ ასევე შეგიძლიათ მისცეთ საკუთარი გამოცდილების გაზიარების საშუალება გუნდის თითოეულ წევრს. ეს კარგი დასაწყისი იქნება გუნდური მუშაობისთვის.
- „ვინ რას აკეთებს და როდის“. გუნდის ფორმირებისას, ხშირად იქმნება ხოლმე გაუგებრობები თითოეული წევრის პასუხისმგებლობაზე და მოვალეობებზე. საჭიროა თავიდანვე მოკლევადიანი გეგმებისა და მათი შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების დასახვა.
- უკუკავშირი. აუცილებელია გუნდის წევრებმა მიიღონ უკუკავშირი მათი ლიდერისგან. ეს დაეხმარებათ მათ შედეგების გაუმჯობესებაში. უკუკავშირი კომუნიკაციის ხელოვნებაა. ის შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ მკაცრად გაწერილი და სტრუქტურირებული უკუკავშირი ვერ მოგვიტანს შედეგს. თითოეული გუნდი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან შესაბამისად არ არსებობს მზა რეცეპტები და საჭიროა წევრებისადმი ინდივიდუალური მიდგომა. გამონახეთ დრო და შეახსენეთ თქვენი გუნდის წევრებს რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს კარგად, მოუსმინეთ მათ და არ დაგავიწყდეთ, რომ უკუკავშირი ორმხრივი პროცესია.
- შექმენით გუნდში სასიამოვნო გარემო. გამოყავით დრო გართობისთვის და განტვირთვისა სამსახურში. მოაწყვეთ არაფორმალური შეხვედრები გუნდთან ერთად. მიეცით მათ საშუალება უკეთ გაიცნონ ერთმანეთი სამსახურის გარეთ.
- დაფასება და აღიარება. აღიარება ხშირად, პროაქტიული უკუკავშირის შედეგია. ადამიანებს უყვართ, როცა მათ აღიარებენ, მაგრამ ყველაზე მეტად აფასებენ პატივისცემას მათ მიმართ. გამოყავით დრო გუნდის თითოეული წევრისთვის. აღიარებას მოაქვს კმაყოფილება საკუთარი სამსახურით და შესაბამისად იზრდება მოტივაციაც.
- ყოველთვის აღნიშნეთ წარმატება. გუნდის გაძლიერებისთვის აუცილებელია მცირედი წარმატების აღნიშვნაც. დღევანდელი ცხოვრების სწარფი ტემპის გამო ადამიანებს არ აქვთ საკმარისი დრო გაანალიზონ მათი წარმატება და სარგებელი გარშემომყოფთათვის. არ უგულვებელყოთ მცირე წარმატებული საქმეები, რადგან საბოლოო ჯამში ისინი ქმნიან წარმატების ისტორიას. გუნდის წევრებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის განსაკუთრებული მომენტები, როდესაც მათ გადაკვეთეს ფინიშის ხაზი.
გუნდის ლიდერი წარმატებულია მხოლოდ მის გუნდთან ერთად. საუკეთესო ლიდერებმა იციან, რომ წარმატება გუნდის სწორი დინამიკით, გადაწყვეტილებებითა და გუნდის თითოეული წევრის ძალისხმევით მიიღწევა.