მიუხედავად მეგობრული და მხიარული ურთიერთობებისა, სამეზობლოში მაინც არის ხოლმე ისეთი ფაქტორები, რაც ძალიან შემაწუხებელი და ხშირად გამაღიზიანებელია. მაგალითად, დილაადრიანად ბალახის ტრიმერის ხმა, ან ერთი შეხედვით საყვარელი, მაგრამ საშინლად ხმაურიანი ძაღლი, – ამ ჩამონათვალში პირველ ადგილს კი ტრანსპორტი იკავებს. იმისთვის, რომ მომხმარებელს კეთილსინდისიერი მეზობლის სახელი შეუნარჩუნოს, Ford Mustang-მა თავის ავტომობილებს, ახალი ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი ფუნქცია დაუმატა. თუ აქამდე ავტომობილები დაქოქვისას ჩვეულ ხმას გამოსცემდნენ, ახლა ამის კონტროლიც კი შესაძლებელია. ავტომობილს ნებისმიერ დროს შეიძლება შეუმცირდეს ძრავის ხმა, უფრო მეტიც, მომხმარებელს მისი რეჟიმების კონტროლის საშუალებაც აქვს, სადაც საჭიროა იქ მანქანა შეუმჩნეველი იქნება, ხოლო სხვაგან – გამომწვევი და ხმაურიანი.














